თეგებით ძიება

რომელია ზოდიაქოს 3 ყველაზე მხიარული ნიშანი? - ასტროლოგების დასკვნა

ცხოვრებისეულ სირთულეებს ხშირად აუცილებელია, რომ ოპტიმისტურად შევხედოთ... რომელია ზოდიაქოს ყველაზე მხიარული ნიშნები?

ტყუპი - პლანეტა მერკური, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშნის მმართველად ითვლება ვერბალური კომუნიკაციის უნარზე აგებს პასუხს ადამიანებში. შესაბამისად, ტყუპის უმეტესობას ენა ხშირად საკმარისზე მეტადაც კი უჭრის. ამას დავუმატოთ ჰაერის სტიქიისთვის დამახასიათებელი უდარდელობა და ოპტიმიზმი, წყენის მალე დავიწყების უნარი და ცვალებადობა, საბოლოო ჯამში კი მივიღებთ ადამიანს, რომელსაც შესანიშნავად ეხერხება გულიანად იცინოს საკუთარ შეცდომებზე და არასოდეს გადააქციოს ტრაგედიად უმნიშვნელო წვრილმანები.

მშვილდოსანი - მას დამსახურებულად უწოდებენ ასტროლოგები "ოპტიმიზმის მამას", მშვილდოსანი პლანეტა იუპიტრის მფარველობის ქვეშაა, ამ პლანეტას კი როგორც ყველაზე დადებითს, პოზიტიურს და კეთილს ისე ახასიათებს ასტროლოგია. იუპიტერი წარმატებისა და ბედნიერების მომტანი პლანეტაა. იგი პასუხს აგებს მასშტაბებსა და გაფართოებაზე, ამიტომაც არის რომ მშვილდოსნებს უზომოდ დიდსულოვანი და მიმტევებელი ხასიათი გააჩნიათ.

ვერძი - ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის დამახასიათებელია - ოპტიმიზმი, წყენის მალე დავიწყების უნარი და ცვალებადობა, საბოლოო ჯამში კი მივიღებთ ადამიანს, რომელსაც შესანიშნავად ეხერხება გულიანად იცინოს საკუთარ შეცდომებზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა