6 ყველაზე ძლევამოსილი და გავლენიანი ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
გთავაზობთ 6 ყველაზე ძლევამოსილ და გავლენიან ქალლს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.
მორიელი
ეს არის ზოდიაქოს მისტიკური და ყველაზე ძლიერი ნიშანი. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალებს აქვთ შინაგანი ტრანსფორმაციის მაღალი უნარი მოკლე პერიოდში. მათ იციან თავიანთი სულიერი ძალა და ხშირად იყენებენ მას, იციან როგორ მოიხიბლონ, დაიმორჩილონ გარშემომყოფები თავიანთი ჯადოქრობით. მორიელი ქალების ძალა თავდაჯერებულობასა და პიროვნულ მომხიბვლელობაშია. ამავე დროს, ისინი არიან დამოუკიდებლები და მიზანდასახულები, მაქსიმალისტები, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ თმობენ იმას, რაც სურთ და ასევე, ყოველთვის იღებენ იმას, რაც სურთ. მათი ბუნება სავსეა ენერგიითა და ვნებით, გამძლეობით, სხვების დარწმუნების უნარით, რომ ისინი მართლები არიან. მორიელები ჯიუტებიც არიან, ისინი ქვეცნობიერში ცდილობენ, ლიდერული პოზიციები დაიკავონ. ყველაფერში სრულყოფილებისკენ ისწრაფვიან, მათ შორის სიყვარულშიც. პარტნიორისგან მორიელი ქალი მოითხოვს სრულ თავდადებას, ამოუწურავ ვნებას, მზადყოფნას დიდი მიღწევებისთვის. ხშირად სასიყვარულო ურთიერთობებში დომინანტია და პარტნიორსაც მაღალ მოთხოვნებს უყენებს.
მშვილდოსანი
ძალიან მიზანდასახული, გამბედავი და პასუხისმგებლიანი ნიშანია. ძალაუფლება თავისთავად მოდის მათთან, მაშინაც კი, თუ ისინი ამას არც კი ეძებენ. მშვილდოსან ქალებს შორის ბევრი ლიდერია. მათ აქვთ შესანიშნავი ორგანიზაციული უნარები, ნათელი, ქარიზმატული და ამავე დროს მეგობრული ურთიერთობების შესაძლებლობა. ისინი არიან დომინანტები ცხოვრებაში, დამოუკიდებლები, თავდაჯერებულები, თავისუფლებისმოყვარე და მრავალმხრივი ადამიანები. მშვილდოსანი ქალების ძალა სწორედ მათ შინაგან ძალაშია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ყურადღება წარუმატებელ კაცს მიაქციონ. იმისთვის, რომ ურთიერთობა გამოუვიდეს, პარტნიორიც მასზე არანაკლებ მიზანდასახული და მტკიცე ხასიათის უნდა იყოს.
თხის რქა
ამ ნიშნის წარმომადგენლებს უყვართ, რომ ყველაფერი გააკონტროლონ და სულ ძალაუფლებას ეძებენ. თხის რქების მფარველი სატურნია, რომელსაც ყველაფერში წესრიგი და სიმკაცრე უყვარს. ისინი არიან ჭკვიანი და აქტიური ქალბატონები, მიზანდასახული და ჯიუტი კარიერისტები. პირველ ადგილზე სამუშაოს აყენებენ, აღიქვამენ მას, როგორც მისიას, რისთვისაც მზად არიან, სიცოცხლე გაწირონ. არ უყვართ დროის ტყუილად დაკარგვა. თხის რქები ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ირჩევენ ცხოვრების პარტნიორს და ცდილობენ ყველაფერში გააკონტროლონ იგი. მომთმენი, შრომისმოყვარე მამაკაცი მისთვის ნამდვილი საგანძური იქნება. ისინი ერთად შეძლებენ თავიანთი მიზნების მიღწევას.
ვერძი
ისინი ძლევამოსილი ქალები არიან. აქვთ უზარმაზარი ცეცხლოვანი ენერგია, შინაგანი სითბო, რის გამოც ხშირად ყურადღებას იპყრობენ. ვერძს შეუძლია თავისი ცეცხლოვანი ენერგიით ყველაფერი გადაწვას და მიაღწიოს იმას, რაც სურს. ვერძ ქალებს შეიძლება ნამდვილი "რკინის ქალბატონები" ვუწოდოთ. ამბიციურები და დამოუკიდებლები, თავდაჯერებულები და პირდაპირები არიან. ნებისმიერ მამაკაცს შეშურდება მათი ნებისყოფისა და შინაგანი სიძლიერის. ასეთი ქალები არ დაელოდებიან, სანამ ვინმე რაიმეს შესთავაზებს, იღებენ ყველაფერს, რაც სურთ. ურთიერთობებში უპირატესობას ანიჭებენ დომინირებას და პარტნიორს დიდ მოთხოვნებს უყენებენ.
ლომი
ამ ქალებს შინაგანი სიძლიერე და თავდაჯერებულობა აქვთ. ისინი დედოფლებივით იქცევიან ნებისმიერ სიტუაციაში. როგორც არ უნდა ჩაერიონ სხვები, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ამ ნიშნის წარმომადგენლებს სურთ. მათთან ურთიერთობისას, როგორც ჩანს, პლანეტაც კი მათი ნებართვით ტრიალებს. ქალი ლომის ძალა განუზომელია. ისინი ამაყები და თავდაჯერებულები არიან, თავს ვარსკვლავებად, ბრილიანტებად გრძნობენ, რომელითაც აღტაცებაც შეიძლება, მაგრამ არა შეხება. ყველაფერზე მეტად უყვართ საკუთარი თავი. ამავდროულად, ლომები ზრუნავენ ყველაზე, იღებენ პასუხისმგებლობას, მათ მოსაზრებებს ჩვეულებრივ ითვალისწინებენ და ყოველთვის აგებენ პასუხს თავიანთ სიტყვებზე.
ურთიერთობაში ლომებს ყველაზე მეტად თავისუფლება უყვართ, მაგრამ თუ მამაკაცმა ინტერესი გამოიწვია, მაშინ ის საკმაოდ მაღალ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. მეგობრობაშიც და სიყვარულშიც ლომი ცდილობს დომინანტური პოზიცია დაიკავოს. ეს მუდმივ რჩევებში, ზრუნვაში, ხელმძღვანელობაში, ინსტრუქციების მიცემაში გამოიხატება.
კირჩხიბი
კირჩხიბი ქალები, ერთის მხრივ, მგრძნობიარენი და დაუცველები არიან, მაგრამ მათი მფარველი პლანეტები კირჩხიბებს დიდ ძალასა და ავტორიტეტს ანიჭებენ. კირჩხიბი ავტორიტარული ბუნების არ არის, არამედ მზრუნველია. ასეთ ქალებს შეუძლიათ დაკავდნენ მენეჯმენტით, ლიდერობით, მენტორობით. ისინი გულწრფელად ზრუნავენ ადამიანებზე და მათ საჭიროებებზე. მაგრამ, კირჩხიბების ყურადღება და გულუხვობა შეიძლება ტირანიის გამოვლინებად იქცეს. ისინი პარტნიორისგან სრულყოფილებას ითხოვენ: მოვლა, ყვავილების მირთმევა, კომპლიმენტები... მათ ეჭვიან მზერას ვერაფერს დაუმალავთ. კირჩხიბი ქალები ნებისმიერ შემთხვევაში მოგცემენ რჩევებს, მაგრამ ხშირად საკუთარ ავტორიტეტს მზრუნველობით ნიღბავენ. ნებისმიერ შემთხვევაში, მათ ძალიან კარგად გამოსდით მოლაპარაკებები, მეგობრული და ადამიანური ურთიერთობები და სულ მზად არიან, რომ დაგეხმარონ.