თეგებით ძიება

"გთხოვთ ყველას... ანი მოკლულია და მკვლელი ქუჩაშია" - დიდ დიღომში გარდაცვლილი გოგოს დედა საგანგებო მიმართვას ავრცელებს

თბილისში, დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგოს დედა საზოგადოებას თხოვნით მიმართავს.

ნატო ხუტაშვილი ფეისბუკის ერთ-ერთ ჯგუფში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისი შვილი მოკლულია და 16 მარტს შემთხვევის ადგილას მყოფი პირები დაუკავშირდნენ

„ანი იანუშაიტიტეს დედა გწერთ. გთხოვთ ყველას, ვინც 16 მარტს 22.00-24.00 საათამდე სეირნობდით და იმყოფებოდით ლელო არენის და ხელოვნების კოლეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე, უმორჩილესად გთხოვთ დამიკავშირდით პირადში. თუნდაც უმნიშვნელო დეტალი ძალიან მნიშვნელოვანია. ანი მოკლულია და მკვლელი ქუჩაშია“, - წერს გარდაცვლილი გოგონას დედა.

შგახსენებთ, რომ 17 მარტს, თბილისში, დიდ დიღომში 12 წლის გოგო გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს.

წყარო: digest.pia.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა