თეგებით ძიება

„ყველა გახმაურებული მკვლელობა „გამოძიებულია"... ყველა კორუფციული ფაქტიც „გამოვლენილი"... - კახა მიქაია

სამოქალაქო აქტივისტი, კახა მიქაია სოციალურ ქსელში წერს.

„ყველა გახმაურებული მკვლელობა ,,გამოძიებულია"...

ყველა კორუფციული ფაქტიც ,,გამოვლენილი"... და ,,გამოძიებული"...

ყველა ნაცი, მიშას ჩათვლით ან დაპატიმრებულია ან ქვეყნიდან გაქცეული...

 ან  ,,ოცნებაშია" პორტირებული ან ქოლცენტრის მფლობელია... 

,,თუ მოსამართლეები წარსულში ცუდად იქცეოდნენ, ახლა კარგად იქცევიან"...

საყდრისიც აფეთქებულია და გორის მერს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის გულიზა, მესამე მრჩეველიც ჰყამს...

...და თქვენ  ვისთვის ან რუსთვის ირჯებით?! თქვე, ბაიდენისა და ზელენსკის ,,აგენტებო"!!! 

მართლა, ვირს ხომ არ შევაქმნევინებთ კრიალოსანზე საგამოძიებო კომისიას?!... 

რა გინდათ, რა?! ...

რომ გაჰყვირიხართ, კლანს იცავენო, აბა ვის დაიცავენ?!

თქვე, ქურქუმალებო თქვენა...

აცალეთ, ბატონო, ქოცებს ქვეყნის აყვავება და აღორძინება და, აი, ნახავთ ცოტა ხანში,

დიდი რვიანის (G8) მორიგი სამიტი ჭორვილაში თუ არ გაიმართოს და  მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს,  დავოსის ნაცვლად, აბასთუმანმა თუ არ უმასპინძლოს...

თუ არა და, აგერ თქვენ და აგერ... ბიძინას ზებრა...“ - წერს მიქაია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა