თეგებით ძიება

ეკოლოგიური არქიტექტურა - 5 ყველაზე გამწვანებული შენობა მსოფლიოში

დედამიწის მოსახლეობის მატების პარალელურად, მთელ მსოფლიოში იზრდება მაღალსართულიანი შენობების რიცხვი. შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა „მწვანე არქიტაქტურაზე“ , რაც რესურსების დაზოგვისა და გარემოს დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. შესაბამისად, ასეთი არქიტექტურა შენობებს ეკოლოგიურთან ერთად, ესთეტიურად მიმზიდველსაც ხდის.

შენობები ფასადების ვერტიკალური გამწვანებით, გაზონებით და პარკებით სახურავზე, ასევე მრავალრიცხოვანი გამწვანებული ტერასებით სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

წარმოგიდგენთ 5 ყველაზე გამწვანებულ შენობას მსოფლიოში:

1. ACROS Fukuoka (ფუკუოკა, იაპონია)

ACROS Fukuoka მცენარეული გადახურვის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. იგი ჯერ კიდევ 1995 წელსაა აგებული. პროექტი ეკუთვნის არგერტინელ არქიტექტორს, ემილიო ამბაშს, რომელმაც გაითვალისწინა რა ადგილობრივი მოსახლეობის სურვილი, შენარჩუნებულიყო ქალაქის ამ ნაწილში მწვანე კუთხე. მან შექმნა სახლი სახურავი-სკვერით, სადაც გაშენებულია 35 ათასამდე 120 სახეობის მცენარე, მათ შორის მრავალფეროვანი ხეები და ბუჩქები, რომლებიც მხოლოდ ულამაზეს ბაღს კი არ ქმნიან, არამედ შენობის ტემპერატურის შენარჩუნებასაც უწყობენ ხელს. 

მოვლილი ტერასების ქვეშ განთავსებულია დასახლოებით 1 მლნ კვადრატული მეტრის საოფისე სივრცე, საგამოფენო დარბაზი, მუზეუმი, 2000 მაყურებელზე გათვლილი თეატრალური სცენა, საკონფერეციო დარბაზი, რამდენიმესართულიანი პარკინიგი და სავაჭრო ტერიტორია.

შენობა ქვეყანაში ჩასული ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ადგილს წარმოადგენს.

2. Bosco Verticale (მილანი, იტალია)

ეს საცხოვრებელი კომპრექსი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი შენობაა მსოფლიოში. ის მდებარეობს ქალაქ მილანის თანამედროვე კვარტალში. სახელწოდება ითარგმნება, როგორც „ვერტიკალური ტყე“. კომპლექსი შემუშავებულია არქირექტურული ბიუროს - Stefano Boeri Architetti- ის მიერ და აშენებულია 2014 წელს. 

Bosco Verticale ორი - 110 და 76 მეტრი სიმაღლის კოშკისაგან შედგება. შენობა ერთ-ერთი პირველი ევროპული პროექტია, სადაც შერწყმულია მაღალი მშენებლობის იდეა და ლანდშაფტი. არქიტექტორებმა უბრალოდ ბეტონის შენობა კი არ ააგეს, არამედ ნამდვილი ეკო-სისტემა შექმნეს, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ჰაერის დაბიძურებას, ფილტრავს მტვერს და ამცირებს ხმაურის დონესაც კი.

კომპლექსის კოშკებში 900-მდე ხეა, ათასობით ბუჩქი და თითქმის 11 000 მრვალწლიანი მცენარე. ამ ბიომრავალფეროვნების ჩვეულებრივ პირობებში განსათავსებლად საჭირო იქნებოდა დაახლოებით 7 ათასი კვადრატული მეტრის ფართობი.

2015 წელს აღნიშნულმა შენობამ მიიღო მსოფლიოში საუკეთესო ცათამბჯენის სტატუსი. 

3. Agora Garden Tower (ტაიბეი, ტაივანი)

Agora Garden Tower – გახლავთ კიდევ ერთი ეკოლოგიური „მწვანე“ შენობა, რომელიც მდებარეობს ტაივანში. 

შენობის ავტორი გახლავთ ბელგიელი არქიტექტორი, ვინსენტ კალლებაუტი. 

ეს 21-სართულიანი შენობა უნიკალურია თავისი სპირალისებური ფორმით, ასევე მშენებლობისას გამოყენებულია ეკოლოგიურად უსაფრთხო და გადამუშავებული სამშენებლო მასალები. 

ამ ინოვაციურმა პროექტმა გადალახა არაერთი კონკურსი და მიიღო სამი პრესტიჟული ჯილდო: საერთაშორისო პრემია არქიტექტურაში, პრემია ინოვაციური დიზაინისთვის და მსოფლიო არქიტექტურული ფესტივალის მთავარი ჯილდო, ქალაქ სინგაპურში.

Agora Garden Tower-ი  არა მხოლოდ ლამაზი და უცხო დიზაინის პროექტია, არამედ არქიტექტურული გადაწყვეტაა ადამიანსა და ბუნებას შორის კავშირის.

ცათამბჯენზე დარგულია 23 ათასამდე ხე, ხოლო მასში მცხოვრებთ აქვთ შსაძლებლობა და პირობები შექმნილი იმისთვის, რომ თავადაც შექმნან „მწვანე აივნები“.

4. One Central Park (სიდნეიში, ავსტრალიაში)

ეს საცხოვრებელი კომპლექსი ცნობილი არქიტექტორის, ჟან ნუველის და ლანდშაფტის დიზაინერის, პატრის ბლანკის ერთობლივი შემოქმედების შედეგია. იგი აშენებულია 2014 წელს. 

არქიტექტორების ჩანაფიქრით მიწის ნაკვეთზე განლაგებული პარკი თანდათანობით შენობის ფასადზე ადის და სრულდება კონსოლზე, სადაც ძვირადღირებული პენტჰაუსებია განლაგებული.

ფასადზე მცენარეების განსათავსებლად გამოყენებულია ინდივიდუალურად დაპროექტებული ყუთები, რომლებსაც იატაკის ფილები იკავებენ.

გარე ვერტიკალური ბაღებისთვის გამოყენებულია 650-მდე სახეობის მცენარე, რომლებსაც არსებობა და ზრდა შეუძლიათ 116 მეტრის სიმაღლეზე, ძლიერი ქარისა და მცხუნვარე მზის პირობებშიც კი. მცენარეები საცხოვრებელი კომპლექსის მიერ მოხმარებული და სპეციალურად გაწმენდილი წლით ირწყვება. ამ თვალსაზრსით One Central Park-ი მდგრადი არქიტექტურის მაგალითია.  

მაღლივი მშენებლობის და ქალაქის გარემოს საბჭომ One Central Park-ი ქვეყნის საუკეთესო მაღლივ შენობად აღიარა. 

5. Oasia Hotel Downtown (სინგაპური)

Oasia Hotel Downtown - WOHA Architects-ის პროექტია, სადაც არქიტექტორები ცდილობდნენ, კლასიკური ცათამბჯენისა და ბეტონის კედლების ადაპტირებას მწვანე გარემოსთან. არქიტექტორებმა 27-სართულიანი სასტუმროს კედლები შემოსაზღვრეს მსხვილი ბადით, რომელიც დაფარეს 21 სახეობის ლიანით. გარდა ლიანებისა, შენობის ფასადი შეავსეს 33 სახეობის ბუჩქოვანი მცენარითა და ტროპიკული ხეებით, რომლებიც განთავსებულია შენობის უზარმაზარ ტერასებზე.

„გაუვალი“ მწვანე ტერასები ხელს უწყობს ჰაერის ჯვარედინ ვენტილაციას და შესაბამისად, ენერგიის დაზოგვის საშუალებას იძლევა. ხეებში ჩაშენებულია სხვადასხვა ტექნოლოგიები, მათ შორის ფოტოელექტრული მზის სისტემა — ესაა ხეების სტრუქტურაში გაყვანილი გამაგრილებელი არხები, რომლებიც მიმდებარე გარემოს ტემპერატურისა და კლიმატის დასაბალანსებლად გამოიყენება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა