თეგებით ძიება

გაიგეთ, ვინ როგორი მძღოლია ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ნახე, როგორი მძღოლი ხარ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

ვერძი - სწრაფი და ამბიციური მძღოლი

ვერძი მებრძოლი სულის პატრონია. ვერძების პლანეტა მარსია, რომელიც ომის ღმერთის სახელს ატარებს, ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები მუდმივად ცდილობენ, რომ იყვნენ საუკეთესოები და პირველები. მათი ამბიციურობის გამო შეუძლებელია ავტომობილის მშვიდად, აუჩქარებლად მართვა. ვერძებისთვის მთავარია იყვნენ სწრაფები, დაუმარცხებლები და ამაში მათ ვერავინ უნდა აჯობოს. ყოველთვის შეუძლიათ გზაზე სასურველი ადგილის გამოძებნა და დაწინაურება, ზოგჯერ საცობშიც კი. იმპულსური და შეუპოვარი ვერძი ნებისმიერი ავტორბოლის შესანიშნავი მონაწილე იქნებოდა. ასეთი ხასიათის მიუხედავად, ვერძები მაინც წინდახედული მძღოლები არიან - ღვედის გაკეთება და საჭირო დროს ფარების ანთება არასოდეს ავიწყდებათ.

კურო - ჯიუტი, მაგრამ წინდახედული მძღოლი 

კუროები ჯიუტი მძღოლები არიან. ნამდვილად არ გქონდეთ იმედი, რომ ისინი ყველა საგზაო წესს ზედმიწევნით დაიცავენ და ამას მათი შეუპოვარი ხასიათი განაპირობებს. მიუხედავად ამისა, კუროები მაქსიმალურად არიდებენ თავს საავარიო სიტუაციის შექმნას და ხშირად ამის გამო დათმობებზეც მიდიან. ზოდიაქოს ამ ნიშანს უყვარს ურთიერთობები და ხალხთან კომუნიკაცია. მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ადგილი აქვს ავტომობილში, ყოველთვის ეცდება, რაც შეიძლება მეტი თანამგზავრი გაიჩინოს.

ტყუპები - მოსაუბრე და გონებამახვილი მძღოლი

ეჭვგარეშეა, რომ ტყუპებს კომუნიკაცია ყველაზე კარგად გამოსდით. მათთან ერთად მგზავრობის დროს შეუძლებელია ვინმე უხერხულმა სიჩუმემ შეაწუხოს. ისინი ხმამაღლა გამოხატავენ, როცა სხვა მძღოლების ქმედებები აღიზიანებთ, და ხშირად ყვირილსაც კი არ ერიდებიან, ფაქტობრივად მთელ საავტომობილო მიმოსვლას აკონტროლებენ. ტყუპებისთვის სხვა ადამიანების გახალისება და მათ განწყობაზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია. მათ შეუძლიათ ერთდროულად რამდენიმე საკითხსა და პრობლემაზე კონცენტრირდნენ, მშვენივრად ერგებიან ყველანაირ ცვლილებას საავტომობილი მოძრაობის დროს და აქვთ სწრაფი რეაქცია, როცა გზაზე რაიმე მოულოდნელი ხდება.

კირჩხიბი - აქტიური და მეგობრული მძღოლი

ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე აქტიური და დაუზარელი მძღოლი კირჩხიბია. ყველას ჰყავს ერთი მეგობარი, რომელიც ყოველთვის მზად არის, რომ გაუაროს მთელ სამეგობროს და ნებისმიერ ადგილზე დიდი სიხარულით წაიყვანოს. კირჩხიბები ასე იქცევიან არა იმიტომ, რომ მართვა სიამოვნებას ანიჭებთ, არამედ უყვართ, როცა ახლოს არიან ძვირფას ადამიანებთან და მათთან ერთად დროს ატარებენ. კირჩხიბი, ამასთანავე, წინდახედული და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული მძღოლია. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ზოგჯერ მეტისმეტად ფრთხილებიც კი არიან და ნელი სიარულით ჭკუიდან გადაჰყავთ სხვა მძღოლები. თუმცა, სხვა ადამიანების რეაქცია ნამდვილად არ ადარდებთ კირჩხიბებს, რადგან მათთვის პრიოტეტი დანიშნულების ადგილამდე უვნებლად მისვლაა.

ლომი - გართობისა და ყურადღების მოყვარული მძღოლი

ლომებს შეუძლიათ ავტომობილის მართვა ცოცხალ კონცერტად აქციონ. არ აქვს მნიშვნელობა შუქნიშანთან არის გაჩერებული თუ ავტომაგისტრალზე მიქრის, ლომის ავტომობილიდან მუდმივად ისმის მუსიკის ხმამაღალი ხმა და ზოგჯერ მძღოლის მოღიღინე ხმაც კი. ზოდიაქოს ეს ნიშანი თავს მუდმივად ყურადღების ცენტრში გრძნობს, რაც მას ყველაზე მეტად აბედნიერებს. ლომებს არ უყვართ გზის დათმობა, უფრო მეტიც, ფიქრობენ, რომ ყველა მათ წინაშეა ვალდებული. ავტომობილების კოლონაში ლომი თავს გზის ბატონ-პატრონად და მოძრაობის ცენტრად მიიჩნევს. დათმობებზე წასვლის შემთხვევაში კი ამას ისე უყურებს, როგორც კეთილი მეფის მიერ ქვეშევრდომების შეწყალებას.

ქალწული - კანონმორჩილი და სამაგალითო მძღოლი

ქალწულები დეტალებზე ორიენტირებული ადამიანები არიან, რაც მძღოლისათვის შესანიშნავი თვისებაა. მათ არ უყვართ ექსტრემალური ვითარებები. ავტომობილის მართვის დროს ქალწულები ყოველთვის წიგნის ინსტრუქციებს მიჰყვებიან, ყველა წესს ზედმიწევნით იცნობენ და ემორჩილებიან. ქალწული პერფექციონისტია და შეუძლებელია არ შეამჩნიოს სხვისი დაშვებული შეცდომა, ამიტომ სხვა მძღოლებს მუდმივად განსჯის. მიუხედავად ამისა, საჭესთან იგი თავს შებოჭილად არ გრძნობს და ყველაზე სანდო მძღოლია ცუდ ამინდსა თუ გაუმართავ გზებზე.

სასწორი - ყველაზე ფრთხილი მძღოლი

სასწორს უყვარს ბალანსი და ჰარმონია. მან იცის, რომ ისევე უნდა იზრუნოს სხვა მძღოლების უსაფრთხოებაზე, როგორც საკუთარ თავზე ზრუნავს. სასწორის მთავარი მიზანია რომ თავისი გადაადგილებით ზიანი არავის მოუტანოს. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები სულსწრაფები არ არიან და შუქნიშანთან ყოველთვის მოთმინებით იცდიან, როდის აინთება მწვანე. მათ აქვთ უნარი, რომ სწორად გაანალიზონ გზაზე არსებული ვითარება. სასწორი მოსალოდნელ პრობლემას მანამდე გრძნობს, ვიდრე ის რეალურად წარმოიქმნება და იცის, როდის დაიხიოს უკან და განერიდოს ქაოსს.

მორიელი - რისკის მოყვარული მძღოლი

მორიელები იდუმალი ადამიანები არიან და ასეა მაშინაც, როცა საქმე ავტომობილის მართვას ეხება. ისინი გამორჩეულად რისკიანი მძღოლები არიან, თუმცა კარგი ინტუიციის გრძნობის გამო ყოველთვის შეუძლიათ განსაზღვრონ, როდის არის მოქმედება მეტისმეტად საფრთხისშემცველი ან საკმარისად რისკიანი საიმისოდ, რომ ცდად ღირდეს. ბუნებრივი ალღო და კონტროლის სიყვარული მორიელებს აქცევს მძღოლებად, რომლებიც იშვიათად უშვებენ შეცდომებს და ამის გამო ყველაზე სასურველი თანამგზავრები არიან. როცა მორიელს ხაზში წინა ადგილის დაკავება სურს, არ მორცხვობს და მიზანს ადვილად აღწევს, მაგრამ საფრთხეს სხვას არასოდეს უქმნის.

მშვილდოსანი - მოგზაურობისა და ბუნების მოყვარული მძღოლი

მშვილდოსანი მოგზაურობის მოყვარული მძღოლია. ზოდიაქოს ამ ნიშანს ერთ ადგილზე დიდიხნით გაჩერება არ შეუძლია. მას ყოველთვის სიამოვნებს ტურისტული მარშრუტების დაგეგმვა. ამ ექსკურსიების განმავლობაში მშვილდოსნები აკეთებენ შესანიშნავ აღმოჩენებს - ულამაზეს პეიზაჟებსა და მზის ჩასვლის სცენებს. საჭესთან ყოფნისას მშვილდოსანი აკვირდება ყველაფერს, იქნება ეს ღრუბლები, შორეული პეიზაჟები, თუ გზის სიახლოვეს მოძრავი ცხოველები - ცდილობს შეიცნოს გარემო და დატკბეს თითოეული წამით. სწორედ ამიტომ უყვარს მშვილდოსანს მართვა. თუ მოგზაურობას გადაწყვეტ, აუცილებლად უნდა შეეხმიანო მშვილდოსანს.

თხის რქა - დინჯი და გაწონასწორებული მძღოლი

თხის რქები ყველაზე მშვიდი მძღოლები არიან. მოთმინება და დაგეგმვის უნარი თხის რქებს საუკეთესო მძღოლებად აქცევს. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები არასდროს იღებენ სპონტანურ გადაწყვეტილებებს, ძალიან იშვიათად უმატებენ სიჩქარეს ან უსწრებენ სხვა მანქანებს. მათ შეუძლიათ კილომეტრები გაიარონ ისე, რომ სიჩქარის დაშვებულ ლიმიტსაც კი არ მიაღწიონ. მათ კარგად ესმით ავტომობილის ძალა და არასდროს ჩააგდებენ გამიზნულად საკუთარ ან სხვის სიცოცხლეს საფრთხეში რისკიანი მანევრებით. მართალია, ავტომობილს ზოგჯერ მოხუცებივით მართავენ, მაგრამ დანიშნულების ადგილზ ძალიან მშვიდად და უსაფრთხო გზებით მიდიან.

მერწყული - დაუმორჩილებელი და თავზეხელაღებული მძღოლი

მერწყულს არ ესმის რატომ არის საჭირო საზღვრები ან სიჩქარის აკრძალვა. ისინი საზოგადოებისგან განსხვავებულად აზროვნებენ და მათი ეს თვისება ავტომობილის მართვის დროსაც კი ვლინდება. მერწყულის მოთვინიერება შეუძლებელია, ისინი მზად არიან ყველანარი თავგადასავლისთვის. მათ არ აინტერესებთ წესები, როცა თავში განსაკუთრებული იდეები ებადებათ. მერწყული ინოვაციური და გამორჩეული ინდივიდია. ის თამაშის წესებს თავად ქმნის. სხვის წესებს ემორჩილებიან მხოლოდ მაშინ, თუ მათ შეხედულებებს ემთხვევა. თუ არავინ უყურებთ, ყველაფერს ჩაიდენენ, აკრძალულ მონაკვეთზე გადაუხვევენ, არაფრად ჩათვლიან შუქნიშანზე წითელს, თუ საცობი არაა. 

თევზები - ნერვიული და დამთმობი მძღოლი

თევზები ძალიან ემოციური ადამიანები არიან და მათი ეს თვისება ავტომობილის მართვის დროს გადაჭარბებულ ნერვიულობაში გამოიხატება. თევზებს ეშინიათ ავტომაგისტრალზე სიარულის და გზაზე დაწინაურების - მეტისმეტად დამთმობები არიან. თევზებს სულ ცოტა 2-3 ცდა მაინც სჭირდებათ მართვის მოწმობის ასაღებად. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები საკუთარ ემოციურ, წარმოსახვით სამყაროში ცხოვრობენ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ გზას საკმარის ყურადღებას არ უთმობენ. საქმე ისაა, რომ თევზები მათ გარშემო ყველაფერზე ემოციურად რეაგირებენ და დეტალებს, რომლებიც ძალიან ადვილად აღიზიანებთ, ხანდახან ცრემლებადეც კი მიჰყავთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა