"სიმსუქნე წარმოადგენს ეპიდემიას...შედეგები, რომლებიც შესაძლოა, სიმსუქნის გამო განვითარდეს..." - რას გვირჩევს ექიმი?
ექიმი, ზაზა თელია სიმსუქნი ეპიდემიაზე და იმ სამედიცინო შედეგებზე წერს, რომლებიც შესაძლოა ამ დაავადებამ გამოიწვიოს.
"A history of obesity, or how what was good became ugly and then bad
სიმსუქნის ისტორია, ანუ ის რაც მრავალი წლის წინ ითვლებოდა ნორმალურ და მოსაწონ მდგომარეობად, გახდა ცუდი (G. Eknoyan, MD, Department of Medicine, Baylor College of Medicine, One Baylor Plaza, Houston,)
მსოფლიოს მასშტაბით სიმსუქნე წარმოადგენს ეპიდემიას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისს (WHO). ეს პრობლემა მე-18 საუკუნიდან დაიწყო, ნელ-ნელა მოიმატა სტატისტიკამ და დღეისათვის საგანგაშო მაჩვენებელს მიუახლოვდა.
დღეისათვის კარგადაა ცნობილი ის სამედიცინო შედეგები, რომლებიც შესაძლოა სიმსუქნის გამო განვითარდეს.
ესენია: 1. მიოკარდიუმის ინფარქტი, 2. სიმსივნეები, 3. ინსულტი, 4. თრომბოზები და თრომბოემბოლია, 5. შაქრიანი დიაბეტი, 6. არტერიული ჰიპერტენზია, 7. სანაღვლე გზების დაავადებები, 8. ღვიძლის დაავადებები, 9. შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები და ა.შ.
სიმსუქნე არავის არ მოსწონს, რა თქმა უნდა არც თვითონ მსუქან ადამიანებსაც, ეს ობიექტური შეხედულებაა - ისინი ცდილობენ დაიკლონ წონაში, რისთვისაც ხელშეწყობა, გამხნევება და წახალისება სჭირდებათ.
საზოგადოებაში სიმსუქნესთან დაკავშირებით წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა ფსიქო-სოციალური შეხედულებები, რაც სხვადასხვა რეპლიკებიდან და გამონათქვამებიდანაც კარგად ჩანს.
მაგალითად კომპლიმენტად ითვლება - "როგორ გამხდარხარ", ან "რა კარგად გამოიყურები, რამდენი დაიკელი წონაში?".
ასევე პირიქით, მესამე პირზე საუბარი - "როგორ გასუქებულა", "რამდენს ჭამს" და ა.შ.
არსებობენ კიდევ ადამიანები (რეალურად არ არსებობენ, უბრალოდ ირწმუნებიან რომ ესე ფიქრობენ), რომლებსაც "მოსწონთ სიმსუქნე", თუმცა თვითონ არ არიან ჭარბი წონის და 0.5 კგ.-ის მომატებასაც კი ზედმეტად განიცდიან.
ეს ადამიანების კატეგორიაა რომელთა ფსიქო-სოციალური შეხედულებების ანალიზი თუ დაუკვირდებით ძალიან მარტივია (როგორ შეიძლება ადამიანს მოსწონდეს სხვა ადამიანის სიმსუქნე და თვითონ წონის მომატებას და სხეულის ფორმების ცვლილებას ზედმეტად განიცდიდეს).
ასევე არსებობენ ადამიანები რომლებიც აფიქსირებენ რომ "მოსწონთ სიმსუქნე", რადგან მსუქნები არიან, წონაში ვერ იკლებენ და სხვა გამოსავალი არ აქვთ. ყველაზე მეტად დახმარება და თანადგომა ესეთ ადამიანებს სჭირდებათ. აუცილებელია მათთვის რწმენის გაჩენა, რომ მონდომებით, შრომის ხარჯზე შესაძლებელია შედეგის მიღწევა და ცხოვრების რადიკალური ცვლილება.
განვითარებულ ქვეყნებში, მაგალითად დიდ ბრიტანეთში სახელმწიფოს მიერ შემუშავებულია სიმსუქნესთან ბრძოლის სტრატეგია, რომელიც გულისხმობ მსუქანი ადამიანების ფინანსურ მხარდაჭერას და ხელის შეწყობას წონის დაკლების მიზნით. (Government to beat obesity epidemic by PAYING fat people to lose weight - https://www.dailymail.co.uk/.../Government-beat-obesity...).
მრავალი წელია საქართველოშიც სიმსუქნე და მასთან ასოცირებული დაავადებები გახდა სერიოზული პრობლემა. საზოგადოებას ობიექტური შეხედულებები აქვს ამ საკითხთამ დაკავშირებით - ეს დასამალი არ არის, არავის არ მოსწონს სიმსუქნე, თუმცა რა თქმა უნდა ეს ბულინგის, დაცინვის საგანი კატეგორიულად არ უნდა გახდეს. ამ ადამიანებს როგორც ერთხელ უკვე ავღნიშნე თანადგომა და გამხნევება სჭირდებათ.
მნიშვნელოვანია ასევე ბავშვების
განათლებას ამ კუთხით, რომ პრევენცია მოვახდინოთ სკოლებში ამ პრობლემის დადგომის.
მშობლების როლი ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვთა ასაკში გასუქება ჰიპერპლასტიური ტიპისაა (ცხიმოვანი უჯრედების რაოდენობის მომატება) რაც მომავალში წონის კლებას ძალიან ართულებს. ამიტომ ყველანაირად უნდა ვეცადოთ რომ არ მოხდეს ბავშვის გასუქება. გარდა ამისა ბავშვებში ნახშირწყლების მოხმარების მაჩვენებელი კრიტიკულად მატულობს განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში რაც შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.
მშობლების მხრიდან საჭიროა ხელშეწყობა და თანამონაწილეიბა ბავშვების ყოველდღიური ფიზიკური აქტივობის დანერგვაში.
მაღალი ხარისხის კვლევებით დადგენილია რომ ბავშვთა ასაკში როგორც აერობული ასევე სტატიკური ვარჯიში (წონებით ვარჯიში) ხელს უწყობს სხეულის ჩონჩხოვანი კუნთებისა და ძვლოვანი ქსოვილების განვითარებასა და ზრდას.
ასევე ფიზიკური აქტივობით მნიშვნელოვნად მცირდება სხვადასხვა ორგანოების კიბოს განვითარების რისკი და ზოგადად ფიზიკური აქტივობა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ფაქტორს სხვადასხვა დაავადებების არა-ფარმაკოლოგიური მკურნალობის კუთხით", - წერს თელია.