როგორი კულინარები არიან ზოდიაქოს ნიშნები?
ნახეთ როგორი კულინარი ხართ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით.
ვერძი
სამზარეულოში ტრიალი მაინცდამაინც არ ხიბლავს. გაყინულ ხინკალს და ნახევარფაბრიკატებს ანიჭებს უპირატესობას. თუმცა, თუ მოინდომა, გემრიელ კერძებს მოამზადებს.
კურო
სადილების მომზადებას შემოქმედებითად უდგებით. მუდამ ორგინალურ და პიკანტურ კერძებს ამზადებთ. გააჩნია განწყობას და შთაგონებას.
ტყუპი
ბანალურ კერძებს - წიწიბურა კატლეტით - არც კი განიხილავთ. მუდამ ორიგინალურ კერძებს ამზადებთ, რომელთა რეცეპტებს ან ინტერნეტში ამოიკითხავთ, ან თავად იგონებთ.
კირჩხიბი
ამზადებთ ხშირად და ბევრს. გაპრანჭულ სადილებს მსუყე, მარტივი და გემრიელი კერძები გირჩევნიათ.
ლომი
მხოლოდ ოჯახის წევრების გულისთვის ამზადებთ. ხოლო თუ მარტო ცხოვრობთ, რესტორნებიდან უკვეთავთ მზა საკვებს და იმით იკვებებით.
ქალწული
კერძების მომზადება გიყვართ. თითოეული სადილი სრულყოფილია, ახლობლების შექება კი გაბედნიერებთ.
სასწორი
ჯანსაღ საკვებსაც მიირთმევთ და ცომეულსაც, ორივეს კი სიამოვნებით ამზადებთ.
მორიელი
ამზადებთ, მაგრამ თუ ახლობლებმა "შედევრი" დაგიწუნეს, სერიოზულად გაუჯავრდებით მათ.
მშვილდოსანი
მზადება არ გიყვართ. უპირატესობას კი ეგზოტიკურ კერძებს ანიჭებთ, ვიდრე ტრადიციულ სადილებს.
თხის რქა
გემრიელად და რაც მთავარია, სიამოვნებით ამზადებთ. სადილებს დღითი დღე აუმჯობესებთ.
მერწყული
გულინარიული გენიოსი ხართ. ყველაფერი იდეალურად გამოგდით - ტორტებიც, სადილებიც და ღვეზელებიც.
თევზები
გიყვართ ექსპერიმენტები და შედეგით მუდამ აღფრთოვანებული რჩებით. მთავარია, არ მიატოვოთ მზადება და გენიალური რეცეპტების წიგნს შეადგენთ.