„გლოვობს ჩემი ქუთაისი...“ - შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
„ემიგრანტების იმედი" შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც სიხარულიძე წერს, ახალგაზრდა კაცი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
„გლოვობს ჩემი ქუთაისი, გარდაიცვალა გაბრიელ გვიშიანი ( ემიგრანტებო, ჩემს იმერეთში გლოვის ზარია )
"შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს.
ეეჰ, გული გამიჩერდა... საშინელება, ენით გამოუთქმელი ტკივილი და უდიდესი ტრაგედიაა... როგორ არ მინდა დავიჯერო, რომ ასეთი ანგელოზები, ასე უდროოდ იმკვიდრებენ ადგილს ცათა სასუფეველში... ძალიან სამწუხაროა.
ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს გაბრიელის ლამაზ სულს და მის მშობლებს გამძლეობა მისცეს უფალმა.
გთხოვთ ლოცვებში მოიხსნიოთ, ახლადშესვენებული გაბრიელ გვიშიანი ღმერთმა მისცეს მის დედას გამძლეობა, ამ ტკივილს გაუძლოს. მშვიდად განისვენე, უკვე უფალთან ხარ.
მისი სული ავიდა ანგელოზთა დასში.
უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი", - წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.