თეგებით ძიება

„ბოლოს და ბოლოს მაინც დააფინანსებენ, არ უღირთ ასეთი ნეგატივი…“ - ლადო სადღობელაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების აქციებს ეხმაურება და წერს.

„ბოლოს და ბოლოს მაინც დააფინანსებენ, არ უღირთ ასეთი ნეგატივი… მე უბრალოდ ვერ ვხვდები რად უნდათ ასეთ მდგომარეობამდე რომ მიჰყავთ საქმე?! მაინც და მაინც ყველა დედამ უნდა გწყევლოთ?! 

შე დალოცვილო - შეიყვანე კაბინეტში, დაელაპარაკე, გამოუყავი დაფინანსება და ღამე სახლში რომ მიხვალ თამამად ჩაიხედები სარკეში და იტყვი - “მე დღეს 20 ბავშვს ვარგე”!

- რატომ იჯგიმებით და რატომ გიჭირავთ პოზა, გაუგებარია!“ - წერს ლადო სადღობელაშვილი.

ცნობისთვის, უკვე რამდენიმე დღეა აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები საპროტესტო აქციებს მართავენ. ისინი ქვეყანაში მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ შემოტანას ითხოვენ. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა