"რომ დალევდა და გაბრაზდებოდა ხოლმე, მაწუხებდა და სახლში მკეტავდა" - რას ამბობს ბებია, რომლის შვილიშვილი მისი სავარაუდო სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს? (ვიდეო)
კახეთის ერთ-ერთ სოფელში, 26 წლის ბიჭს ბებიის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და სექსუალური ხასიათის ქმედებას ედავებიან.
77 წლის ქალი ამბობს, რომ შვილიშვილი მასზე ძალადობდა, ასევე ღამით სახლში კეტავდა. ქალი ამბობს, რომ ასეთ შემთხვევას ხშირად მაშინ ჰქონდა ადგილი, როცა ბრალდებული არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.
ბრალდებული უკვე დაკავებულია, სასამართლომ მისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე უკვე იმსჯელა და წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
დაზარალებული სექსუალური ხასიათის ძალადობას უარყოფს და მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ შვილიშვილთან დაპირისპირება ჰქონდა.
"რომ დალევდა და გაბრაზდებოდა ხოლმე, მაწუხებდა. დღისით დამიკეტა კარი მე, რომ მინდოდა გამოსვლა, გარეთ მინდოდა ხოლმე ხანდახან, არ გამომიშვებდა ხოლმე", - ამბობს ქალი.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.