თეგებით ძიება
26. 04. 2023 ვიდეო

სახლში ვერ მიდიოდა, ლოგინში უწვებოდა... - რას ამბობს მეზობელი ქალზე, რომლის შვილიშვილი მისი სავარაუდო სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს? (ვიდეო)

კახეთში მომხდარი, სავარაუდო, სექსუალური ძალადობის შესახებ ადგილობრივები საუბრობენ.

როგორც მეზობელი ამბობს, ეს იყო 26 წლის შვილიშვილის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორება და სექსუალური ხასიათის ძალადობა. ფაქტი თითქმის 1 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, ქალი კი ამაზე არ საუბრობდა. მეზობელი ამბობს, რომ იძულებული გახდა მიემართა 77 წლის ქალის შვილისთვის, რომელიც რუსეთში ცხოვრობს. ის ასევე ამტკიცებს, რომ მოხუცს სხეულზე ძალადობის კვალი ამ დრომდე ეტყობა. 

"ეს ქალი იყო ჩემთან, სახლში მისვლა არ უნდოდა, ვერ მიდიოდა ეს ქალი სახლში, ეშინოდა, რომ ძალადობდა. ელოდებოდა თავის შვილს, რომ თავის შვილთან ერთად შესულიყო. ეს ყველაფერი მომიყვა. თავის შვილს დავურეკე და ვუთხარი, ჩამობრძანდი და მიაქციე ყურადღება. სახლში წასვლა არ მინდა, ლოგინში უწვებოდა, ჩემმა შვილმაც რამდენჯერმე ააგდო ლოგინიდანო. შვილი 2 თვეა რაც მოვიდა, თბილისში იყო. ეს მთელი წელია ესეა. კი, ჩაუტარდა ექსპერტიზა, თბილისშიც და თელავშიც. მაგის გაზრდილია ეს ბავშვი", - ამბობს მეზობელი.

სოფელში კი აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ ყველა შეშინებულია. 

ცნობისთვის, კახეთის ერთ-ერთ სოფელში, 26 წლის ბიჭს ბებიის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და სექსუალური ხასიათის ქმედებას ედავებიან.

77 წლის ქალი ამბობს, რომ შვილიშვილი მასზე ძალადობდა, ასევე ღამით სახლში კეტავდა. ქალი ამბობს, რომ ასეთ შემთხვევას ხშირად მაშინ ჰქონდა ადგილი, როცა ბრალდებული არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა