თეგებით ძიება

როგორი მამები არიან ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ნახეთ, როგორ მამა ხართ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით.

ვერძი

ამ მამას შეუძლია მთელი თავისი თავისუფალი დრო ბავშვს დაუთმოს ან საერთოდ „დაივიწყოს“ საყვარელი შვილის არსებობა. მას აქვს მაქსიმალისტური შეხედულებები განათლებაზე. ვერძი მამა ცდილობს იყოს მომთხოვნი ბავშვის მიმართ, თუმცა, ამავდროულად გულახდილი და ღია. ბავშვს ყოველთვის თანასწორად აღიქვამს. ზოგჯერ ბავშვები ადვილად მანიპულირებენ მამა ვერძით. მთელი თავისი მოჩვენებითი სიმძიმის მიუხედავად, მას არ შეუძლია შვილისთვის "არა"-ს თქმა.

კურო

კურო-მამა შვილს ტრადიციების მიხედვით გაზრდის, როგორც ამას მისი მშობლები აკეთებდნენ, თუმცა, ზოგჯერ ამას ძალიან გაუაზრებლად და მოუხერხებლად აკეთებენ. ამის გამო, შვილების მხრიდან, მისი აღზრდის მეთოდი შეიძლება მტრულადაც კი აღიქმებოდეს. ამავდროულად, კუროს უზომოდ უყვარს შვილი და მისთვის ყველაფერს გააკეთებს. კურო-მამას უნდა, რომ შვილებს ყველაფერი საუკეთესო ჰქონდეთ.

ტყუპები

ის არ ჩქარობს მამა გახდეს. მაგრამ თუ ეს მოხდება, ბავშვში აზროვნების, გამომგონებლობა, დიპლომატიის, ზომიერების, მინიმალური ძალისხმევით მეტის მიღწევის უნარის განვითარებისთვის ყველაფერს გააკეთებს. ტყუპები ყოველთვის ისე ექცევა ბავშვს, როგორც ზრდასრულს.

კირჩხიბი

ზოგადად, მას მოსწონს ოჯახის მამამთავარის როლი. კირჩხიბი მამა სიგიჟემდე შეყვარებულია შვილებზე. ის ადვილად პოულობს ბავშვთან ემოციურ კონტაქტს, იმსახურებს მის ნდობას. მაგრამ ასევე შეუძლია შვილებს როგორც საკუთრებას ისე მოექცეს და ბავშვის მომავალი ერთპიროვნულად დაგეგმოს. იმისდა მიუხედავად, რომ კირჩხიბი არ აძლევს უფლებას საკუთარ გრძნობებს სჭარბობდნენ გონებას, კავშირი, რომელიც წარმოიქმნება კირჩხიბ-მამასა და შვილებს შორის, ძალიან ღრმაა და მრავალი წლის განმავლობაში ურყევად გრძელდება.

ლომი

ძალაუფლების და მბრძანებლობის მოყვარული ლომი-მამა შეიძლება გახდეს ავტორიტეტი მისი ბავშვისთვის, მაგრამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი მიუღებლობა, რაც სამომავლოდ გავლენას მოახდენს ბავშვის ფსიქიკაზე და სხვებთან მის ურთიერთობაზე. ლომ-მამას შეუძლია უზომოდ უყვარდეს შვილი და მიიღოს საპასუხო სიყვარული მისგან. თუმცა, ლომის ხასიათიდან გამომდინარე, გამორიცხული არ არის დროთა განმავლობაში დაკარგოს ინტერესი აღზრდის საკითხის მიმართ, თუ იმედგაცრუებას მიიღებს საკუთარი შვილისგან.

ქალწული

ტყუპების მსგავსად, ქალწულიც არ ჩქარობს შვილების ყოლას, მაგრამ ორსახიანი ნიშნისგან განსხვავებით, მამობას ძალიან სერიოზულად აღიქვამს. ამავდროულად, ქალწული-მამის სერიოზული დამოკიდებულება მშობლის როლის მიმართ ვლინდება იმაშიც, რომ ის ყოველთვის ცდილობს რაც შეიძლება მეტი ფულის გამომუშავებას, რათა მის შვილებს ჰქონდეთ ყველაფერი საუკეთესო. თუმცა, ზოგჯერ ამის გამო, ბავშვებთან იკარგება სულიერი კავშირი. ამ მამას ადვილად შეგიძლიათ ანდოთ საფენების გამოცვლა, გაკვეთილების  მომზადება, ფიზიკური აქტივობა ან ბავშვის კვება. მაგრამ დედას აუცილებლად მოუწევს ბავშვის შემოქმედებითი ნიჭის განვითარებაზე ზრუნვა.

სასწორი

ამ მამას შეუძლია შექმნას შთაბეჭდილება, რომ ძალიან ნაზი და კეთილია, მაგრამ ის საკუთარ შვილებს სიმკაცრით აღზრდის. სასწორი-მამა ყოველთვის ცდილობს და ოცნებობს, რომ მისი შვილი გაიზარდოს უნაკლო და გამორჩეული. ამიტომ ის შეეცდება „დაბალანსდეს“ ბავშვების ემოციები და მეტი ყურადღება დაეთმოს განათლებას. ასევე, მიეცეს სრული თავისუფლება მის შემოქმედებით გამოხატვას. სასწორი-მამის აღზრდის თავისებურება ის არის, რომ საკუთარ სურვილებს და მოთხოვნებს ყოველთვის აწონასწორებს და ასევე ითვალისწინებს ბავშვის გრძნობებს. ამიტომ, შვილები პატივს სცემენ მას ყოველმხრივ.

მორიელი

მორიელ-მამას შეუძლია დაემუქროს შვილს, აირჩიოს დიქტატორის როლი, იყოს უმკაცრესად მომთხოვნი განათლების საკითხში და აბსოლუტურად არ გაითვალისწინოს არც ბავშვის და არც დედის აზრი. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მას შვილი არ უყვარს, პირიქით ის ძალიან მოსიყვარულეა და მიჯაჭვულია პატარასთან, თუმცა, სიტუაციაზე კონტროლი რომ არ დაკარგოს, სიმკაცრეს ამჟღავნებს. ასეთ დროს, უმჯობესია დაემორჩილოთ მას, მაგრამ მაინც სცადოთ  საკუთარი აზრის და სურვილის გათვალისწინებაც მოითხოვოთ - ეს ეხება ბავშვაც და დედებსაც. ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ მორიელი თავისი მკაცრი მეთოდების მიუხედავად, იოლად ახერხებს შვილის გულს ისე მოიგოს, რომ დედასაც კი შეშურდეს.

მშვილდოსანი

ეს არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე ნიშანიდან, რომლისთვისაც მამის როლი რთული და გაუგებარი მოვალეობაა, რის გამოც მუდმივად ამ ყველაფრის თავიდან არიდებას ცდილობს. მშვილდოსან-მამას შეუძლია შვილის სიყვარულით აივსოს, შემდეგ კი, ძალიან სწრაფად, საერთოდ უარი თქვას ბავშვებთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობებზე. ეს ნიშანი ზედმეტად გაფანტულია, ამიტომ მისგან სისტემატურ აღზრდას არ უნდა ელოდოთ, მიუხედავად იმისა, რომ მას ყოველთვის საუკეთესო სურს საკუთარი შვილებისთვის. მშვილდოსანს ძალიან უჭირს პატარა ბავშვთან ურთიერთობა - ფიზიკურადაც და სულიერადაც. სისტემატურობა, პასუხისმგებლობა, ზრუნვა - მისთვის ეს ცნებები ძნელად აღსაქმელია. თუმცა, როდესაც ბავშვი გაიზრდება, ძალიან ძლიერმა მეგობრობამ შეიძლება დააკავშიროს მამასთან.

თხის რქა

მამა-თხის რქა ძალიან სერიოზულად ეკიდება ახალგაზრდა თაობის აღზრდის საკითხს, რის გამოც, ზოგჯერ ზედმეტად მშრალად და ფორმალურად მოქმედებს. თუმცა, თავის საქციელს ის ამართლებს ცხოვრებისეული გამოცდილებით და თავიდანვე ცდილობს მოამზადოს ბავშვი მკაცრი რეალობისთვის. მამობისას, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ყოლის სურვილი. თუ ბავშვის დაბადება თხის რქას გეგმებში შედიოდა, მაშინ იხილავთ იდეალურ მამას, აღმზრდელს და უფროს მეგობარს. თუ ბავშვი დაუგეგმავი იყო, მაშინ მამა-თხის რქამ შეიძლება ყველა მიზეზის პოვნა შეძლოს იმისათვის, რათა თავიდან აიცილოს აღზრდის პროცესი და მამის მოვალეობები.

მერწყული

მერწყული-მამა გულგრილია ბავშვებთან ურთიერთობაში, მაგრამ ეს მხოლოდ მისი ქცევის სტილია. ის ყოველთვის ცდილობს აღზრდის პროცესში ჩაერთოს, ჩაუნერგოს პატარას შეხედულებებისა და ინტერესების მრავალფეროვნება, განუვითაროს როგორც ლოგიკური, ასევე შემოქმედებითი აზროვნება. მერწყულს აქვს ერთი თავისებურება: მან იცის როგორ უყვარდეს შვილი აფიშირების გარეშე, ასევე, როგორ იმოქმედოს მასზე ზეწოლის გარეშე და ამავდროულად დარჩეს უფროს მეგობრად და თანამებრძოლად და არა მხოლოდ მამად.

თევზები

მამა-თევზებს ძალიან უყვარს ბავშვები და არა მხოლოდ საკუთარი. ამიტომ, ხშირად ანებივრებს მათ. თევზები ხშირ შემთხვევაში შვილის აღზრდა თავის დინებაზე მიუშვბს ხოლმე და თუ მშობლის მოვალეობის შესრულებას იღებს თავის თავზე, ამას სრულიად ქაოტურად, დაუგეგმავად და გაუაზრებლად აკეთბს. ასეთმა დამოკიდებულებამ კი შეიძლება ძალიან დააბნიოს ბავშვი. თუმცა, ამ მამას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი თვისება, რაც გამოიხატება მის მჭიდრო სულიერ კავშირში შვილთან - ხშირად მან დედაზე უკეთ იცის, რა სჭირდება მის შვილს კონკრეტულ მომენტში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა