თეგებით ძიება

"არა მონობას! კომპანია "სპარი" ნამდვილდ არღვევს თანამშრომლების უფლებებს" - რა ინფორმაცია ვრცელდება?

ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრი სოციალურ ქსელში წერს, რომ კომპანია "სპარი"  თანამშრომლების უფლებებს არღვევს.

"შევხვდებით სასამართლოში! "SPAR Georgia"

ცოტა ხნის წინ "სპარის" ყოფილმა თანამშრომელმა მოგვმართა დახმარების თხოვნით! 

ჩვენი დახმარებით სპარის კონკრეტულ ფილიალში შევიდა შრომის ინსპექცია რომლის დასკვნის მიხედვითაც კომპანია "სპარი" ნამდვილდ არღვევს თანამშრომლების უფლებებს!

ჩვენმა იურისტებმა მიმართეს "სპარს" რათა მომხდარიყო ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების აღდგენა! თუმცა მათ არ ისურვეს თანამშრომლობა!

ჩვენ კი დიდი საიმოვნებით მივმართეთ სასამართლოს.

"SPAR Georgia" სულ მალე! აუცილებლად გაგაცნობთ საქმის დეტალებს ეტაპობრივად.

ამ ბრძოლას ჩვენ მოვიგებთ‼️", - ნათქვამია ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა