თეგებით ძიება

"ქართველი ონკოლოგების მიერ წირვა გამოტანილი პაციენტი ამჟამად მხნედ გამოიყურება" - ქართველმა ექიმებმა გოგოს ავთვისებიანი სიმსივნის არასწორი დიაგნოზი დაუსვეს

ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში ქართველი ექიმების მიერ დასმული არასწორი დიაგნოზის შესახებ წერს.

"ეს გახლავთ ექიმის შეტყობინება რომელიც რამდენიმე წუთის წინ მივიღე.  რა თქმა უნდა პაციენტის ვინაობა კონფედენციალურია. 

მინდა გითხრათ, რომ ეს გოგონა რამდენიმე თვის წინ ჩამოვიყვანეთ საფრანგეთში უმძიმესი დიაგნოზით. ქართველი ექიმების თქმით, მისი სიცოცხლის რესურსი რამდენიმე კვირას არ აღემატებოდა. მკურნალობისთვის ოჯახს გააყიდინეს თითქმის ყველაფერი რაც კი ებადათ.

მათ მიერ აღმოჩენილი ავთვისებიანი სიმსივნე ფრანგი ექიმების კვლევებით ჩვეულებრივი კეთილთვისებიანი კისტა აღმოჩნდა.

ასე, რომ ქართველი ონკოლოგების მიერ წირვა გამოტანილი პაციენტი ამჟამად მხნედ და ბედნიერად გამოიყურება და ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს", - წერს სულაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა