თეგებით ძიება
27. 04. 2023 ვიდეო

ძალიან მეშინია ფოიერვერკის, რადგან ზუსტად იგივე ხმებია, რაც იყო 20 ივნისის ღამეს - მაკო გომური (video)

ძალიან მეშინია ფოიერვერკის, რადგან ზუსტად იგივე ხმებია, რაც იყო 20 ივნისის ღამეს, - ამის შესეხაბ მაკო გომური საუბრობს, გოგონა, რომელმაც ე.წ. ივნისის აქციებზე თვალი დაკარგა.

მაკო გომურზე სიუჟეტი Movement-მა მოამზადა.

როგორც მაკო გომური განმარტავს, ამ დღემ მის ცხოვრებაში ბევრი რამე შეცვალა.

„მამაჩემი ეზოში რამე ხეს თუ დაინახავდა გამოშვერილს, ტოტს მოაშორებდა თვალში არაფერი შეგერჭოსო. გიჟდებოდა ჩემს თვალებზე და ახლაც ძალიან უყვარს. მე ვარ მაკო გომური და ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ 20 ივნისი არ ყოფილა. სროლა და იარაღები ბავშვობიდან ძალიან მიყვარს. ერთმა კარგმა ადამიანმა მიმიყვანა ტირში. დავიწყე სროლა და დავიწყე ძალიან კარგად. შეიძლება იმის დამტკიცება, რომ სროლის გამოყენება კარგი რაღაცეებისთვისაც შეიძლება.

20 ივნისის დღე არ მინდა, ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპთან ასოცირდებოდეს. გაბრაზებულ გულზე შესაძლოა მქონოდა ის ფიქრი, რომ ნეტა საერთოდ არ გავსულიყავი და არ დამმართნოდა ეს, მაგრამ რაღაცები ხდება. იმაზე წუწუნი, რომ ნეტა ასე არ მომხდარიყო, უსარგებლოა, ამ ტკივილებთან გამკლავება უნდა ვისწავლოთ და ჩვენი თავი მივიღოთ, როგორიც ვართ. როდესაც სისტემის მსხვერპლი ხდები, ყველაფერს სხვანაირად უყურებ. ძალიან მეშინია ფოიერვერკის, რადგან ზუსტად იგივე ხმებია, რაც იყო 20 ივნისის ღამეს”, – საუბრობს მაკო გომური.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა