თეგებით ძიება

30 აპრილს დაგეგმილი აქციის დრო ფეხბურთის მატჩის გამო შეიცვალა

30 აპრილს დაგეგმილი აქციის დრო ფეხბურთის მატჩის გამო შეიცვალა. ამის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გია გაჩეჩილაძე, იგივე „უცნობი”ავრცელებს.

„30 აპრილის აქციის ორგანიზატორების განცხადება:

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ 30 აპრილს 17:00 საათზე გადაიწია საფეხბურთო მატჩმა, რომელსაც ჩვენი საამაყო ქართველის, ხვიჩა კვარაცხელიას გამო მთელი საქართველო დიდი ინტერესით ელოდება, 30 აპრილის აქციის ორგანიზატორებთან განხორციელდა წარმოუდგენელი რაოდენობის სატელეფონო ზარი თხოვნით აქციის რამდენიმე დღით გადადების შესახებ.

განსაკუთრებულ პატივს ვცემთ თითოეული ადამიანის პოზიციას, ვინც აპირებს მონაწილეობა მიიღოს ჩვენს მიერ დაორგანიზებულ აქციაში. ამავე დროს, ჩვენც უდიდესი ინტერესით ველოდებით მატჩს, სადაც შესაძლოა ხვიჩამ ჩემპიონის სტატუსი მოიპოვოს.

ამავე დროს ვითვალისწინებთ იმ გარემოებასაც, რომ აქციის თუნდაც რამდენიმე დღით გადადებამ შეიძლება გამოიწვიოს უამრავი ბინძური სპეკულაცია იმ ჩასაფრებული ადამიანების მხრიდან, რომლებისთვისაც საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე და გულწრფელ ემოციებზე მაღლა სხვების დავალებების შესრულება, სიცრუის გავრცელება და ჩვენი სამშობლოს მხარდამჭერი ნებისმიერი აქტივობის დისკრედიტაცია დგას.

ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, მცირე ცვლილება მხოლოდ აქციის დღის წესრიგში შევიტანოთ:

ვიკრიბებით 17:00 საათზე (ნაცვლად 18:00 საათისა) და პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ ეკრანებთან ერთად ვგულშემატკივრობთ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონობას, ხოლო აქცია დაიწყება 19:00 საათზე.

ასე რომ,

30 აპრილს,

17:00 საათიდან,

პირველი რესპუბლიკის მოედანზე –

საქართველო უპირველეს ყოვლისა!

აქცია – 19:00 საათზე!

მოვდივართ!” - წერია გავრცელებულ განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა