ზოდიაქოს ყველაზე მატყუარა ნიშნები
ნახეთ, ყველაზე მატყუარა ზოდიაქოს ნიშნები.
ვერძი
ვერძი მაშინ იტყუება, როცა რაიმეს გაკეთება არ უნდა. თუმცა, ყოველთვის ცუდად გამოსდის ტყუილის თქმა და ამიტომ ძალიან ადვილია მასში მატყუარას ამოცნობა. ვერძი საკმაოდ ხშირად იტყუება, თუმცა არასდროს ანიჭებს ამას განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
კურო
კუროს საპირისპირო სქესზე შთაბეჭდილების მოსახდენად უყვარს ტყუილის თქმა. მართალია, მას ყველაზე დიდ მატყუარას ვერ დაარქმევთ, მაგრამ ისე მოიტყუებს, რომ არც შერცხვება, რადგან ეს მისთვის ყურადღების მიქცევის ყველაზე მარტივი მეთოდია.
ტყუპები
ტყუპები ზომიერად იტყუებიან, თუმცა მათი მხილება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან საკმაოდ კარგად არიან დახელოვნებული. ტყუპებთან ურთიერთობისას ვერასდროს მიხვდებით, როდის ამობენ მართალს და როდის იტყუებიან.
კირჩხიბი
კირჩხიბი ყველაზე გულწრფელი, სამართლიანი და პატიოსანი ზოდიაქოს ნიშანია, რომელიც მხოლოდ მაშინ იტყუება, თუ საქმე ვინმეს გადარჩენას ეხება. ისინი არასდროს იტყვიან სათქმელს ბოლომდე, თუ ჩათვლიან, რომ სიმართლის მოსმენა სერიოზულ ზიანს მიაყენებს ადამიანს.
ლომი
ლომი იშვიათად იტყუება, თუმცა ამას ძალიან ოსტატურად აკეთებს. მას ყოველთვის ახსოვს საკუთარი ტყუილი, ამიტომ მისი გამოჭერა პრაქტიკულად შეუძლებელია. ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის ტყუილი სხვაზე შთაბეჭდილების მოხდენის, საკუთარი სტატუსის და ავტორიტეტის ჩვენების ყველაზე მოსახერხებელი მეთოდია.
ქალწული
ქალწულს ბევრი უნიკალური თვისება აქვს და ტყუილსაც მხოლოდ კეთილი ზრახვებით ამბობს, რათა ზიანი არ მიაყენოს სხვას. იმ შემთხვევაში კი, თუ ის ტყუილში გამოიჭირეს საშინლად ბრაზდება.
სასწორი
სასწორს ტყუილის თქმა ყოველთვის ცუდად გამოსდის და მისი გამოაშკარავებაც ძალიან ადვილია. იმ იშვიათ შემთხვევაში კი, თუ ამ ნიშნით დაბადებულმა საკუთარ თავში ტყუილის თქმის ნიჭი აღმოაჩინა, მაშინ მისი შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია. თუმცა, ახლობლებთან სასწორი არასდროს იტყუება.
მორიელი
მორიელი ყველაზე საშინელი მატყუარაა, რომელიც ყველაფერზე წავა, რათა არ გაიშიფროს მისი ტყუილი. როგორც წესი, ტყუილს ის სხვებში სიბრალულის გამოსაწვევად ან ადამიანების მანიპულირებისთვის იყენებს. მორიელი ყველაზე საშიში ზოდიაქოს ნიშანია, რომელთანაც ყოველთვის ფრთხილად უნდა იყოთ და არასდროს აგრძნობინოთ, რომ მისი არ გჯერათ.
მშვილდოსანი
მშვილდოსანს რეალობის შელამაზება და ხშირად გაზვიადება უყვარს, თუმცა სერიოზულ ტყუილს ის იშვიათად ამბობს. მართალია, წვრილმანი ტყუილები საკმაოდ გამაღიზიანებელია, მაგრამ მშვილდოსნის ყველაზე მატყუარა ზოდიაქოს ნიშნად მიჩნევა მაინც არ შეიძლება.
თხის რქა
თხის რქას საპირისპირო სქესის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად უყვარს ტყუილის თქმა. თუმცა, არც მაშინ ერიდება მოტყუებას, როცა საკუთარი სტატუსის ან ავტორიტეტის დაცვა უწევს. თხის რქა ერთ-ერთი ყველაზე მატყუარა ნიშანია, თუმცა მისი მხილება ძალიან ადვილია.
მერწყული
მერწყულს ურჩევნია არაფერი თქვას, ვიდრე მოიტყუოს. მას არ უყვარს სიმართლის შელამაზება და ყოველთვის თავს არიდებს არასასიამოვნო თემაზე საუბარს. მერწყულის გაცნობა და მისი ნამდვილი ბუნების გაცნობა კი, პრაქტიკულად შეუძლებელია.
თევზები
მატყუარების რეიტინგში თევზები მორიელთან ერთად ინაწილებენ პირველ ადგილს. თევზები ყოველთვის დაუჯერებელ ზღაპრებს ყვებიან საკუთარ თავზე, ცხოვრებასა და კარიერაზე, თუმცა არასდროს აყენებენ ზიანს სხვას.