თეგებით ძიება

რომელი დღეები იქნება ყველაზე მძიმე და დისჰარმონიული მაისში? - მიხეილ ცაგარელი მოსახლეობას აფრთხილებს

ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი აცხადებს, რომ 15 მაისამდე პლანეტა მერკური იქნება რეტროგრადული, ანუ უკუმავალი.

„მაისი, მთლიანობაში, ადამიანების უმრავლესობისთვის, საკმაოდ დინამიკური, აქტიური და პოზიტიური თვეა. მიუხედავად იმისა, რომ 15 მაისამდე პლანეტა მერკური იქნება რეტროგრადული, ანუ უკუმავალი, 9-დან 15 მაისამდე პერიოდი შეიძლება, უჩვეულოდ ენერგიული და ნაყოფიერი გამოდგეს, რადგან 5 მაისს მთვარის დაბნელება დაასრულებს დაბნელებების დერეფნის დამამძიმებელ ზეგავლენას, 7 მაისს კი პლანეტა ვენერა ტყუპების ზოდიაქოდან კირჩხიბის ნიშანში გადაინაცვლებს.

სასურველია, ყველა მნიშვნელოვანი საქმე, ახალი წამოწყება და დასახული გეგმის განხორციელება ამ პერიოდში მოესწროს, რადგან 18 მაისიდან დედამიწის ბიოსფერო უარყოფითი კოსმიური ზემოქმედების ზონაში შევა. ყველაზე უარყოფითი, მძიმე და დისჰარმონიული კი 20-30 მაისის მონაკვეთი აღმოჩნდება“, - აცხადებს ცაგარელი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა