თეგებით ძიება

სასამართლოსთან ლაზარე გრიგორიადისისა და თორნიკე აკოფაშვილის მხარდამჭერი აქცია დაიწყო

საქალაქო სასამართლოსთან აქტივისტების ლაზარე გრიგორიადისისა და თორნიკე აკოფაშვილის მხარდამჭერი აქცია დაიწყო.

პარალელურად იწყება ორივე აქტივისტის საქმის განხილვა.

"რუსეთის ხელისუფლებისგან დაკომპლექტებული და სანქცირებული სასამართლოს იმედი დღეს არავის არ აქვს. როგორ ვენდო მე ამ სასამართლოს, რომ გამისამართლოს შვილი. ამიტომ მოვითხოვეთ ნაფიც მსაჯულები. ჩვენ ხომ არ გავურბივართ სამართალს, რომ გაირკვეს, დააზიანა თუ არა ლაზარემ ვინმე. ან ესენი უნდა იყვნენ და ასე უნდა მოგვექცნენ, ან რაღაც უნდა გავაკეთოთ რომ ვიცხოვროთ ნორმალურ ქვეყანაში. მე დღეს ვაცხადებ, რომ ლაზარეს მაგივრად ვარ აქციაზე და ვიქნები იქამდე, სანამ საქართველო არ გავა სამშვიდობოს", - თქვა გრიგორიადისის მამამ.

ცნობისთვის, თორნიკე აკოფაშვილი და ლაზარე გრიგორიადისი მარტის აქციების შემდეგ დააკავეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა