თეგებით ძიება
01. 05. 2023 სპორტი

გორელმა სპორტსმენებმა 2 ოქროს, 4 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

გორელმა სპორტსმენებმა ჭაბუკთა შორის გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე კრივში 2 ოქროს, 4 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ინფორმაციას გორის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„ჩემპიონები გახდნენ გიგი ნონიკაშვილი (გორის კრივის სკოლა) და ნინო ასტამაძე (ვარიანის კრივის სკოლა).

შეჯიბრებას გორმა უმასპინძლა. ორთაბრძოლები შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტულ სკოლაში მიმდინარეობდა.

საქართველოს ჩემპიონატის შედეგების მიხედვით დაკომპლექტდება ჩვენი ქვეყნის ჭაბუკთა ნაკრები (მთავარი მწვრთნელი ბექა ლობჟანიძე), რომელიც მონაწილეობას მიიღებს ევროპის ჩემპიონატზე. კონტინენტის ჩემპიონატი 19-31 ივლისს რუმინეთში ჩატარდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა