თეგებით ძიება

ავარიას ხობში ბაბუა და 8 წლის შვილიშვილი ემსხვერპლნენ - ტრაგედიის ახალი დეტალები

ტრაგედია ხობში - სოფელ პატარა ფოთში ავარიას 8 წლის ბავშვი და მისი 70 წლის ბაბუა ემსხვერპლნენ. შემთხვევა 1-ლ მაისს მოხდა.

"მთავარი არხის" ცნობით, ბაბუა და დის შვილიშვილი ერთ ქუჩაზე, 150 მეტრის დაშორებით ცხოვრობდნენ. ბაბუას ბავშვი სახლში მიჰყავდა, რა დროსაც მათ მანქანა დაეჯახა. ორივე ადგილზევე დაიღუპა.

მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იყო. თავად ამბობს, რომ რამდენიმე ჭიქა ჰქონდა დალეული და ავტომობილი მოუცურდა.

ბავშვისა და ბაბუის ცხედრები ექსპერტიზაზეა გადაავენეს ხოლო მძღოლი ნარკოლოგიურში შემოწმებაზეა გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობდნენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა