თეგებით ძიება

რომელია ყველაზე კონფლიქტური და ბოროტი ზოდიაქოს ნიშნები?

ნახეთ, 3 ყველაზე კონფლიქტური და ბოროტი ზოდიაქოს ნიშანი.

მორიელი

მარსი მორიელზე თავის ანაბეჭდს ტოვებს, სწორედ ამიტომ მას მებრძოლი და აგრესიული თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ. ვერძისგან განსხვავებით, მორიელის ბრაზი უფრო სერიოზულია, უფრო დიდი შედეგები მოჰყვება და უფრო დიდხანს გრძელდება.

მორიელი, საკუთარ თავში სიბრაზეს აგროვებს. ხშირად ვერც კი ამჩნევთ, თუ მის გულში რა ხდება. ერთ მშვენიერ დღეს კი, როცა მორიელის ბრაზი და აგრესია ამოიფრქვევა, გეჩვენებათ რომ უმნიშვნელოზე გაბრაზდა. მორიელს მხოლოდ ბრაზის გამოვლენა არ აკმაყოფილებს, მას რევანში სურს, შურისძიება სწყურია, ამიტომ შურისძიებით სიამოვნებას ღებულობს.

თუ მორიელი თქვენზე გაბრაზდა, იცოდეთ, ის თქვენს მიმართ ბრაზს დიდხანს დააგროვებს. დარწმუნებული იყავით, რომ მორიელის სიბრაზე სწრაფად არ გადავა. მორიელის დამშვიდება რომ შეძლოთ, მისი ბრაზის მიზეზი უნდა გაიგოთ და აღმოფხვრათ.

რას გამოყავს წყობილებიდან? ეს არც ისე მარტივია, როგორც გგონიათ. ჩვეულებრივ, მორიელის ბრაზის დანახვა თუ გსურთ, კარგად უნდა გაისარჯოთ. ის ღალატს არ პატიობს. ყოველდღიურ ცხოვრებაში მას წყობილებიდან გამოჰყავს უპატივცემულობა და მისი აზრის გაუთვალისწინებლობა.

ვერძი

ვერძი ყველაზე ბრაზიანი და აგრესიული ნიშნების სამეულში შედის და ეს გასაოცარი არცაა, რადგან მარსი ვერძის მთავარი პლანეტაა, რომელიც მას აგრესიას და ძალების გამოცდის სურვილს აწვდის.

ხშირად ვერძის აგრესია და სიბრაზე დაკავშირებულია იმასთან, რომ შედეგებზე საერთოდ არ ფიქრობს, რომ შეიძლება ვინმეს ზიანი არ მიაყენოს, ან ცუდად წარმოაჩინოს. ის ემოციების დამალვას მიჩვეული არაა და თუ ნეგატიური ემოციები აქვს, იმწამსვე მისი მოშორება სურს, ბრაზს მასზე ანთხევს, ვინც ხელში მოხვდება.

ვერძის სიბრაზის პროგნოზირება საკმაოდ მარტივია: მას შეუძლია ჭურჭელი გარეცხოს და თან ხმამაღლა იყვიროს. სიბრაზის დროს თავშეკავება ძალიან უჭირს, თუმცა მალევე წყნარდება. ვერძს ძველ წყენასთან დაბრუნება არ უყვარს.

ვერძს ასევე არ უყვარს ლოდინი, ამიტომ ძალიან ბრაზდება, როცა ვინმე ამის გაკეთებას აიძულებს. მათ, კილომეტრების ფეხით გავლა შეუძლიათ, ოღონდ ავტობუსის გაჩერებაზე დგომა არ მოუწიოს. ვერ იტანს რიგში დგომას, ნელა მომუშავე ოპერატორს ან ტრანსპორტის დაგვიანებას.

მერწყული

მერწყული თავისუფლების მოყვარე და დამოუკიდებელი ნიშანია, მაგრამ ის ყველაზე აგრესიული და კონფლიქტური ნიშნების სამეულში შედის. პირველ რიგში, მერწყული თავისი თავისუფლების და სიმართლის დაცვას მიჩვეულია, ხოლო თუ გრძნობს, რომ მას ზიანს აყენებენ, კონფლიქტში აუცილებლად შევა.

ურანის პლანეტის აფეთქება, რომელიც მერწყულს მართავს, არაპგნოზირებადი და სწრაფი სიბრაზის გამოვლენას იძლევა. ამასთან, წყენა თავის დროს მერწყულის გულში დიდხანს ელოდება. არასდროს გეცოდინებათ, ამ ადამიანის გვერდით რას უნდა ელოდოთ.

რას გამოყავს წყობილებიდან? ერთადერთი რამ, რაც მის იმედგაცრუებას იწვევს - თავისუფლების შეზღუდვაა. მას ეჭვიანობა და ვალები არ უყვარს. ეს ყოველთვის კონფლიქტს იწვევს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მისგან რაღაცას ითხოვენ და უყვირიან: „შენ უნდა გააკეთოთ!“ ზედმეტად კონსერვატიული და მოსაწყენი ადამიანები მასში ბრაზს იწვევს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა