თეგებით ძიება

თამარ ბაჩალიაშვილის მო­ბი­ლუ­რი სერ­გო შუ­ბი­თი­ძეს არ და­უთ­ვა­ლი­ე­რე­ბია - რას ამბობს პროკურორი?

პრო­კუ­რორი, მარი მეშ­ვე­ლი­ა­ნი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებლის, სერგო შუბითიძის სკანდალურ ინტერვიუს ეხმაურება და ამბობს, რომ შუ­ბი­თი­ძეს გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა არ გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბია, აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე არც ძი­რი­თად გა­მომ­ძი­ე­ბელს წარ­მო­ად­გენ­და და არც გა­მო­ძი­ე­ბა არ იყო მის მიერ და­წყე­ბუ­ლი.

პროკურორის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გან­სა­ხილ­ველ საქ­მე­ზე 1000-ზე მეტი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა ჩა­ტარ­და და თა­ვად სერ­გო შუ­ბი­თი­ძის მიერ გა­მო­კი­თხუ­ლია სულ 3 ადა­მი­ა­ნი.

"სერ­გო შუ­ბი­თი­ძემ არ ითა­ნამ­შრომ­ლა გა­მო­ძი­ე­ბას­თან და უარი გა­ნა­ცხა­და ჩვენ­თვის მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­წო­დე­ბა­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, სა­სა­მარ­თლოს მი­ე­მარ­თა შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მის და­კი­თხვას­თან და­კავ­ში­რე­ბით და დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე სერ­გო შუ­ბი­თი­ძეს მო­უ­წევს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ დას­მულ ყვე­ლა კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა.

და­ის­მე­ბა ყვე­ლა ის კი­თხვა, რო­მელ­ზეც მან აქ­ცენ­ტი გა­ა­კე­თა ერთ-ერთი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის სი­უ­ჟეტ­ში, მათ შო­რის, მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­თან და ყვე­ლა გა­რე­მო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ტარ­დე­ბა სრულ­ყო­ფი­ლი და ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც და­ი­კი­თხე­ბა ყვე­ლა ის პირი, რო­მე­ლიც გაჟ­ღერ­დე­ბა და გა­მო­იკ­ვე­თე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გან­სა­ხილ­ველ საქ­მე­ზე 1000-ზე მეტი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა ჩა­ტარ­და. თა­ვად სერ­გო შუ­ბი­თი­ძის მიერ გა­მო­კი­თხუ­ლია სულ 3 ადა­მი­ა­ნი, მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­თან მას არა­ვი­თა­რი შემ­ხებ­ლო­ბა არ ჰქო­ნია, მის მიერ არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, მას ისე­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც გარ­კვე­ულ ზე­გავ­ლე­ნას მო­ახ­დენ­და საქ­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზე და გა­მო­ძი­ე­ბა­ზე, არ გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბია. არც ძი­რი­თად გა­მომ­ძი­ე­ბელს არ წარ­მო­ად­გენ­და და არც გა­მო­ძი­ე­ბა არ იყო მის მიერ და­წყე­ბუ­ლი.

მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი სერ­გო შუ­ბი­თი­ძეს არ და­უთ­ვა­ლი­ე­რე­ბია. საქ­მე­ში არ მო­ი­პო­ვე­ბა არც ერთი დო­კუ­მენ­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მას რა­ი­მე შემ­ხებ­ლო­ბა ჰქონ­და თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­თან.

საქ­მე­ზე ჩა­ტარ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა და გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად რა გა­მო­იკ­ვე­თე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბა მოჰ­ყვე­ბა, მათ შო­რის, თუ გა­მო­იკ­ვე­თე­ბა გარ­კვე­უ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბი შე­სა­ბა­მი­სი პი­რე­ბის მი­მართ გა­ტარ­დე­ბა სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­დე­გე­ბი", - გა­ნა­ცხა­და მარი მეშ­ვე­ლი­ან­მა.

ცნობითვის, სერგო შუბითიძემ 29 აპრილს, „შაბათის ფორმულას“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც მან ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების აქამდე უცნობ დეტალებზე ისაუბრა და თქვა, რომ საქმის გამოძიება გაყალბდა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა