თეგებით ძიება
03. 05. 2023 სპორტი

„არამხოლოდ კვარაცხელია, ქართველების ოქროს ხანა იტალიაში“ - რას წერს იტალიური პრესა ქართველებზე?

იტალიური მედია, ქართველი მომღერლის, გიორგი სუხიტაშვილის ქვეყანაში ვიზიტს და გასამართ კონცერტს ეხმაურება.

„სანამ ხვიჩა კვარაცხელია მთელი იტალიის ქართველების გულებს ანთებს "ნაპოლისთან" სკუდეტოს მოპოვებით, ქართულ საზოგადოებას შეეძლება დატკბეს ამ ახალგაზრდა მომღერლის ნიჭით, რომელიც იტალიაში ტურნეს ფარგლებში კონცერტებს გამართავს.

კითხვაზე, თუ რატომ აირჩია იტალია, მომღერალი პასუხობს, რომ ამ ტურნეს დიდი ხანია გეგმავდა.

მან ასევე გამოაქვეყნა სტატისტიკა პირად გვერდზე, სადაც ჩანს, რომ მას ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავს იტალიიდან, საქართველოს ფარგლებს გარეთ, ამიტომ ლოგიკურია, რომ მან ეს ქვეყანა აირჩია.

ჟურნალისტი ნინა მამუკაძე-სორდინის განმარტებით რეპერტუარი - ძირითადად ქართული იქნება, რადგან იტალიაში მცხოვრებ ქართველებს უფრო მეტად ქართული სიმღერები აინტერესებთ.

გიორგი სუხიტაშვილი მღეროდა 2 წლიდან; დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი.

ფართო საზოგადოებამ მას 2008 წელს გაეცნო მუსიკალური პროექტი "ჯეოსტარი", რომელშიც ის გამარჯვებული ხდება.

წლიდან არის თბილისის ბიგ ბენდის სოლისტი; მან მონაწილეობა მიიღო და მოიგო რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალი; იგი ითვლება ქართული სიმღერის ერთ-ერთ საუკეთესო მომღერლად და მის ფარგლებს გარეთ", წერს იტალიური პრესა.

წყარო: digest.pia.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა