გახარიამ და ხაზარაძემ ხელი უნდა ჩამოართვან ერთმანეთს, ერთ მაგიდასთან დასხდნენ და გააჩინონ მიზიდულობის ცენტრი - თინა ხიდაშელი
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის თქმით, 2024 წლის არჩევნებში წარმატების ფორმულა პარტია "საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიასა და "ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თანამშრომლობა იქნება.
"მე ჩემი ფორმულაც კი მაქვს, რა უზრუნველყოფს საქართველოში "ქართული ოცნების“ დამთავრებას და ოპოზიციურ ფლანგზე რეალურ წარმატებას. გიორგი გახარიამ და მამუკა ხაზარაძემ ხელი უნდა ჩამოართვან ერთმანეთს, ერთ მაგიდასთან უნდა დასხდნენ და გააჩინონ მიზიდულობის ცენტრი და ამ შემთხვევაში ამ ქვეყანას აქვს შანსი, რომ 2024 წელს გავძვრეთ და გადავრჩეთ, სხვა შემთხვევაში მე გარწმუნებთ, რომ ან ორი პარტია გვეყოლება პარლამენტში, ან უფრო მაღალი ალბათობით სამი, მესამე იქნება რუსული პოლიტიკური ძალა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.