თეგებით ძიება

"ეს ქალბატონი ბავშვებს გარკვეულ ასაკამდე ზრდიდა და შემდგომ ამერიკაში ყიდდა. თუ ვინმე იცნობთ, გთხოვთ, დამაკავშირეთ" - თამუნა მუსერიძე მიმართვას ავრცელებს

ჯგუფის "ვეძებ" დამფუძნებელი, თამუნა მუსერიძე ქალის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც აშშ-ში ქართველ ბავშვებს ყიდდა და დახმარებას ითხოვს.

"დღეს  დილით ჯგუფს ვეძებ (vedzeb) 2003 წელს ამერიკაში გაყიდული ქართველი გოგონა დაუკავშირდა. ეს გოგონა ბიოლოგიურ ოჯახს ეძებს. ოჯახი ვიპოვეთ და ახლა ამ ქალბატონს ვეძებთ. 

ფოტოზე აღბეჭდილია ნინო მგალობლიშვილი. წლების განმავლობაში ქალბატონი ნინო დედამისთან ერთად მუხიანის ბინაში ბავშვებს გარკვეულ ასაკამდე ზრდიდა და შემდგომ ამ ბავშვებს ამერიკაში ყიდდნენ. თუ ვინმე იცნობთ ამ ქალბატონს, ძალიან გთხოვთ დამაკავშირეთ ", - წერს თამუნა მუსერიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა