როგორ დავძლიოთ არასრულფასოვნების კომპლექსი?
მსოფლიოში ნებისმიერმა ადამიანმა, სხვებთან შედარებით, შეიძლება გარკვეულწილად თავი არასრულფასოვნად იგრძნოს. საკუთარ თავს ვუმტკიცებთ, რომ არ ვართ საკმარისად კარგი, ლამაზი ან ჭკვიანი, თუმცა ეს კომენტარები ფაქტებს არ ეფუძნება.
საბედნიეროდ, არსებობს მარტივი ნაბიჯი, რომლის გადადგმაც შეგიძლიათ არასრულფასოვნების კომპლექსის დასაძლევად. იპოვეთ თქვენი არასრულფასოვნების კომპლექსის საფუძველი. საჭიროა, დაუპირისპირდეთ თქვენს გრძნობებს.
არსებობს ორნაირი არასრულფასოვნების კომპლექსი. პირველი ყალიბდება ბავშვობაში, ხოლო მეორე - მაშინ, როცა ვერ ახერხებთ დასახული მიზნების მიღწევას. არასრულფასოვნების კომპლექსი, რომელიც ბავშვობიდან მოდის, შეიძლება გამოწვეული იყოს მშობლების მხრიდან ზედმეტად კრიტიკული დამოკიდებულებით, ბულინგით ან პოზიტიური სოციალური გამოცდილების ნაკლებობით.
არასრულფასოვნების კომპლექსის ორივე ტიპი ასოცირდება დაბალ თვითშეფასებასთან და საკუთარ თავსა და სხვებს შორის არასახარბიელო შედარებებთან.
დააკვირდით არასრულფასოვნების კომპლექსის ნიშნებს. ზოგჯერ შეიძლება ვერ გააცნობიეროთ, რომ რასაც აკეთებთ თქვენი არასრულფასოვნების კომპლექსის შედეგია; კომპლექსმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს აზროვნებასა და მოქმედებაზე. თუმცა შესაძლებელია, აღმოჩნდეთ ისეთ ადამიათან ურთიერთობაში, რომელიც შეავსებს თქვენში არსებულ სიცარიელეს. თქვენ შეიძლება ნამდვილი გრძნობების დამალვა მოგინდეთ და, ამის ნაცვლად, ცრუ სახე გამოაჩინოთ, რათა დაარწმუნოთ ხალხი, რომ იმაზე უკეთესი ხართ, ვიდრე ფიქრობთ.
თქვენ შეიძლება სცადოთ სხვა ადამიანების გაკონტროლება, დადანაშაულება ან მათთვის ზიანის მიყენება. შესაძლოა კომპლიმენტების მიღებაც ვერ შეძლოთ.
არასრულფასოვნების კომპლექსები შეიძლება წარმოიშვას თქვენი წარსულიდან. მიზეზი შეიძლება იყოს ცუდი ბავშვობის გამოცდილება, ტრავმული მოვლენა ან ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში გამცირებდნენ.
თუ გრძნობთ არასრულფასოვნებას თქვენზე მიმზიდველ, მდიდარ, წარმატებულ ან ჭკვიან ადამიანებთან მიმართებაში, შეეცადეთ, დააკონკრეტოთ ერთ-ერთი მათგანი და ჰკითხოთ საკუთარ თავს, რატომ დგას ის ადამიანი თქვენზე მაღლა. შეუძლია მას თქვენსავით ფორტეპიანოზე დაკვრა? აქვს მას თქვენნაირი სამუშაო ეთიკა? თქვენნაირი მზრუნველი დამოკიდებულება? თქვენნაირი ოჯახური ღირებულებები?
კომპლექსთან გამკლავების ერთ-ერთი გზა მისი დაშლაა. დაიწყეთ იმ მახასიათებლებით, რომლის გამოც თავს არასრულფასოვნად გრძნობთ. შეხედეთ მათ ლოგიკურად და არა ემოციურად. გახსოვდეთ, რომ ყველას აქვს თვისებები, რომელთა გაუმჯობესებაც სურთ. ის, რასაც თქვენ ხედავთ ნაკლოვანებად, შეიძლება სხვისთვის შეუმჩნეველი იყოს. ყველა ადამიანი დადებითი მახასიათებლებისა და ნაკლოვანებების განსხვავებული კომბინაციაა. ამ კონცეფციის გაგება დაგეხმარებათ საკუთარი თავის უფრო რეალისტურად დანახვაში. ნაკლი ყველას აქვს, მაგრამ ეს კომპლექსის მიზეზი არ უნდა იყოს. თქვენი ნაკლის გამო განვითარებული თვითშეგნება არასრულფასოვნების განცდას იწვევს. არასრულფასოვნება თქვენივე გამოგონილია და თქვენს გონებაში რჩება.