„გაბი მიმყავს თურქეთში... 6 წელი ვერ დაველოდები შვილის წამებას“ - აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვის დედა
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვის დედა, თამუნა იარაჯული სოციალურ ქსელში წერს, რომ შვილის თურქეთში წაყვანა გადაწყვიტა.
„გაბი მიმყავს ორშაბათს თურქეთში აუცილებლად სულ რომ სასწაული მოხდეს, აქ გამორიცხულია გაბის ან მკურნალობა ან ოპერაცია მითუმეტეს, ზუსტად იგივე ხდება რაც წინა დიაგნოზის დროს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
როგორც მაშინ ექვსი წელი ვერ დაველოდები ჩემი შვილის წამებას, ადექით მოიწვიეთ კონსილიუმი მაშინ და აიღეთ პასუხისმგებლობა დიაგნოზზე და მკურნალობაზე, დიაგნოზი ფაქტიურად გვაქვს დიდი წვალების შემდეგ, ვატარე ყველა კლინიკაში თითქმის ყველაზე კარგ ექიმებთან და ყველას სხვა და სხვა დიაგნოზი აქვს, მედიკამენტები ხომ უფრო სასწაულია ტკივილგამაყუჩებელიც კი საბჭოთა პერიოდის გვაქვს.
ჯერ ტიპიური განვითარების ბავშვისთვის არის ამ გზის გავლა კატასტროფა. რასაც გაბრიელი გადის და მითუმეტეს ამდენი ოპერაცია ნარკოზი სტრესი, ეს არაა ჩემი აჩემება ან არჩევანი მაქვს საბუთები ორი კვირის უამრავი კვლევა თუ გინდათ კონსილიუმზე მოვიტან და თავად შეაფასეთ ეს ყველაფერი.
მიუხედავად გაბის მდგომარეობისა პარასკევამდე გთხოვთ კომისიაზე გაიტანოთ გაბრიელის საკითხი და მომწერეთ გთხოვთ მდგომარეობას ამძიმებს გაბის დიაგნოზი ვეღარ უძლებს და გთხოვთ ძალიან პარასკევამდე ან გადააგზავნეთ საგარანტიო ან მე მომწერეთ უარის წერილი" - წერს თამუნა იარაჯული.