თეგებით ძიება
09. 05. 2023 მსოფლიო

რუსეთის წინააღმდეგ ნამდვილი ომია გაჩაღებული, მაგრამ ჩვენ უზრუნველვყოფთ საკუთარ უსაფრთხოებას - ვლადიმერ პუტინი

რუსეთის ნამდვილი ომია გაჩაღებული, მაგრამ ჩვენ უზრუნველვყოფთ საკუთარ უსაფრთხოებას, - განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში, 9 მაისისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას.

"დღეს ცივილიზაცია კვლავ გადამწყვეტ ზღურბლზეა, ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ კვლავ ნამდვილი ომია გაჩაღებული. მაგრამ ჩვენ მოვიგერიეთ საერთაშორისო ტერორიზმი, დავიცავთ დონბასის მოსახლეობასაც, უზრუნველვყოფთ საკუთარ უსაფრთხოებასაც", - განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთში ფაშიზმის დამარცხების დღის აღსანიშნავად ყოველწლიური აღლუმი გაიმართა. 

მოსკოვში აღლუმი 47 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. წითელ მოედანზე ჩაიარეს საბჭოთა ტანკებმა, არ ყოფილა საჰაერო ნაწილი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ღონისძიებაში მონაწილეობა 11,000-მა ჯარისკაცმა და 131-მა სამხედრო ტექნიკამ მიიღო მონაწილეობა. 

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით მოსკოვში შვიდი ქვეყნის ლიდერი ჩავიდა - ყირგიზეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი. უზბეკეთი, თურქმენეთი, სომხეთი და ბელარუსი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა