წალენჯიხაში, 14 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამისა და მეზობლის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 14 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამისა და მეზობლის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
მოსამართლე იმსჯელებს მამის, პ.კ. საქმეზე, რომელსაც გადაებმება მეზობლის, ტ.თ. საქმე.
ადვოკათების თქმით, დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ.
ცნობისთვის, პოლიციამ არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით 2 პირი 9 მაისს დააკავა.1976 წელს დაბადებულ პ.კ.-ს ბრალი წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურებაში ედება, ხოლო 1995 წელს დაბადებული ტ.თ. არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებითაა დაკავებული.დანაშაულები 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.