თეგებით ძიება

12 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:

ვერძი

ამ დღეს სამყაროსა და საკუთარ თავთან ჰარმონიაში ხართ და ამას თქვენ გვერდით მყოფი ყველა ადამიანი იგრძნობს. დადებითი ემოციები ადამიანების კეთილგანწყობისა და მხარდაჭერის მოპოვებაში დაგეხმარებათ. ეს დღე იდეალურია ახალი ნაცნობობის, სიყვარულისა და მოგზაურობისთვის. ეცადეთ, თავისუფალი დრო საყვარელი ადამიანების გვერდით გაატაროთ, რაც დაუვიწყარ ემოციებს მოგიტანთ.

 

კურო

ხელსაყრელი დღეა კარიერული წინსვლისა და სხვა ამბიციური გეგმების შესასრულებლად. ვარსკვლავების მხარდაჭერა ისეთი თვისებებით დაგაჯილდოებთ, როგორიცაა მიზანსწრაფულობა, დისციპლინა და ნებისყოფა. ეცადეთ, ენერგია სწორად მიმართოთ - ეს წინსვლასა და ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ. ამ დღეს გარშემო მყოფების იმედი ნუ გექნებათ. პასუხისმგებლობისა და დისციპლინის თვალსაზრისით, მათ თქვენამდე ბევრი უკლიათ.

 

ტყუპები

შესაძლოა, ერთი შეხედვით არახელსაყრელი გარემოება თქვენთვის იღბლიანი აღმოჩნდეს. ასე რომ, ბედის უკუღმართობაზე წუწუნისა და ნაჩქარევი დასკვნების გამოტანისგან თავი შეიკავეთ. სავარაუდოდ, ნეგატიური მოვლენების საფარქვეშ, ბედი სასიამოვნო სიურპრიზს გიმზადებთ.

 

კირჩხიბი

ეს დიდი შესაძლებლობების დღეა. განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ ამ შესაძლებლობებს ვერანაირი დაბრკოლებები ვერ შეაფერხებს. პირიქით, სირთულეები მხოლოდ საბრძოლო ჟინს შეგმატებთ. იგივე ეხება კონკურენტებს, რომლებიც თქვენზე ისე მოქმედებენ, როგორც ხარზე წითელი ნაჭერი. ასე რომ, დაბრკოლებების არ უნდა გეშინოდეთ. პირიქით, სწორედ ისინი გაიძულებენ, რომ იბრძოლოთ და გაიმარჯვოთ.

 

ლომი

ამ დღეს შეიძლება ძალიან მაცდური შეთავაზება მიიღოთ, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, დათანხმებამდე კარგად დაფიქრდეთ. შესაძლოა, შეთავაზება მართლაც მოგებიანი აღმოჩნდეს, თუმცა გამოირიცხული არ არის, რომ ვიღაც მახეს გიგებთ. სიმართლის გასაგებად, მეტი ინფორმაცია გჭირდებათ. მოგეხსენებათ, ყველაფერი ოქრო არ არის, რაც ბრწყინავს.

 

ქალწული

ჰოროსკოპის ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო საქმეებს მეტისმეტად სერიოზულად არ მიუდგეთ. ნუ ეცდებით, ყველაფერი ზედმიწევნით სწორად გააკეთოთ. უცხო თვალისთვის ეს ძალიან სასაცილოდ მოჩანს, ამიტომ ეცადეთ, საკუთარ თავს „გვერდიდან“ შეხედოთ.

 

სასწორი

ბედმა შეიძლება სასიამოვნო სიურპრიზით გაგაოცოთ - მოსალოდნელია დაწინაურება, საჩუქარი ან დაუგეგმავი შემოსავალი. ერთადერთი პრობლემა გარშემო მყოფებთან ურთიერთობაა - საკუთარ თავზე და საკუთარ წარმატებებზე ზედმეტად ფოკუსირებით შეიძლება ყველაფერი გააფუჭოთ. ეცადეთ, უფრო მოკრძალებულად მოიქცეთ და სხვების გრძნობები არ შეურაცხყოთ.

 

მორიელი

ემოციებით სავსე დღეა. ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სამუშაო გვერდით გადადოთ და საყვარელ ადამიანს, მეგობრებს და ოჯახს მეტი დრო დაუთმოთ. თუ თქვენსა და თქვენს რჩეულს შორის მნიშვნელოვანი საუბარი მომწიფდა, უმჯობესია, ამ დღეს დაგეგმოთ. გირჩევთ, იმაზე არ ინერვიულოთ, სწორად გაგიგებენ თუ არა.

 

მშვილდოსანი

ამ დღეს მოზღვავებული ენერგიის შეკავება გიჭირთ და ნებისმიერ საქმეში მეტისმეტად აქტიურობთ. ზოგ შემთხვევაში, ჯერ მოქმედებთ და შემდეგ ფიქრობთ, რამაც შეიძლება მძიმე შეცდომები გამოიწვიოს. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ნაჩქარევ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს მოერიდოთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღის დევიზია - ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი.

 

თხის რქა

ეს დღე ისეთი თვისებებით დაგაჯილდოებთ, როგორიცაა მიზანსწრაფულობა, მონდომება და გამჭრიახობა. ამ თვისებების დახმარებით ურთულეს დავალებებს სწრაფად და ადვილად გაუმკლავდებით. მზად ხართ დახმარების ხელი ნებისმიერ მთხოვნელს გაუწოდოთ. მშვენიერია, გახსოვდეთ, რომ სიკეთე აუცილებლად დაგიფასდებათ.

 

მერწყული

ეს დღე უზარმაზარ, თითქმის უსაზღვრო შესაძლებლობებს გთავაზობთ, მთავარია ოთხ კედელში არ იჯდეთ და ხელსაყრელი მომენტი არ გამოტოვოთ. ეცადეთ, მოვლენების ცენტრში იტრიალოთ. ეს დღე შანსს მოგცემთ, რომ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ.

 

თევზები

განწყობილი ხართ, რომ ეს დღე სრულ სიმშვიდესა და მდუმარებაში გაატაროთ. დროა აქტიური მოქმედებებიდან დამკვირვებლის პოზიციაზე გადაერთოთ და მოვლენებს „გარედან“ შეხედოთ. თუ განტვირთვა გსურთ, საკმარისია განმარტოვდეთ და საკუთარ ქვეცნობიერს უსმინოთ - ის საინტერესო კითხვებზე პასუხის პოვნაში დაგეხმარებათ.

წყარო: funtime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა