თეგებით ძიება

"გაიმართება საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა" - 17 მაისთან დაკავშირებით საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, 17 მაისს ქაშვეთის ტაძარიდან სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა გაიმართება.

"ჩვენი ეკლესიის ძვირფას შვილებს, 

ღმერთი მშვიდობისა და სიყვარულისა იყოს თქვენთანა!

2014 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.  

ამ დღესთან დაკავშირებით ოთხშაბათს, 17 მაისს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) დოქსოლოგიას აღასრულებს ქაშვეთის ტაძარში 12:00 საათზე, რის  შემდეგაც შედგება საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე, სადაც შესრულდება სამადლობელი პარაკლისი. 

მშვენიერ ტრადიციად ქცეული ჩვეულებრივობით ვიკრიბებით ყველა, სამღვდელოება და მრევლი, ოჯახებთან ერთად! 

უფალმა დაგლოცოთ!",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა