თეგებით ძიება

რომელია ზოდიაქოს 3 ყველაზე სასტიკი ნიშანი? - ასტროლოგების დასკვნა

წარმოგიდგენთ ზოდიაქოს 3 ყველაზე სასტიკ ნიშანს:

კურო - ალ­ბათ გა­გიკ­ვირ­დათ ამ ერთი შე­ხედ­ვით მშვი­დი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი და თით­ქოს­და ინერ­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­მე­უ­ლის სა­თა­ვე­ში მოხ­ვედ­რა. თუმ­ცა, ნუ და­გა­ვი­წყდე­ბათ ის ფაქ­ტი, რომ გა­აფ­თრე­ბუ­ლი ხარი კო­რი­და­ზე აღა­რა­ვის ინ­დობს. იგი­ვეა კუ­როს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ­თა შემ­თხვე­ვა­შიც. კუ­როს ხან­გრძლი­ვი მოთ­მი­ნე­ბის უნა­რი აქვს, მაგ­რამ თუ ის "კა­პი­ტა­ლუ­რად" გაბ­რაზ­და, მერე გზად ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს წა­ლე­კავს. ამას­თან ერ­თად, მისი სი­სას­ტი­კე უზო­მო და უსა­ზღვროა. ჰიტ­ლე­რი, ეკა­ტე­რი­ნე მე­დი­ჩი, მო­ა­მარ კა­და­ფი... ამ მოკ­ლე ჩა­მო­ნათ­ვა­ლის გა­და­ხედ­ვაც საკ­მა­რი­სია სა­ი­მი­სოდ, რომ გა­აც­ნო­ბი­ე­როთ, რა­ო­დენ სას­ტი­კი შე­იძ­ლე­ბა იყოს ეს ერთი შე­ხედ­ვით "ბუნ­ჩუ­ლა" და მშვი­დო­ბის­მოყ­ვა­რე ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

ქალ­წუ­ლი - ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, იმ შემ­თხვე­ვა­ში როცა სწო­რად და და­დე­ბი­თად გან­ვი­თა­რე­ბულ ინ­დი­ვი­დებ­თან გვაქვს საქ­მე, გა­სა­ო­ცა­რი მზრუნ­ვე­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. თუმ­ცა ქალ­წუ­ლის ბუ­ნე­ბას თუ ცოტა უფრო დე­ტა­ლუ­რად შე­ვის­წავ­ლით, აღ­მო­ვა­ჩენთ, რომ ეს არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ათას­გვა­რის "მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბე­ბის" და ფო­ბი­ე­ბის­კენ გა­აჩ­ნია მიდ­რე­კი­ლე­ბა. გარ­და ამი­სა, ქალ­წუ­ლი მი­წის ნი­შა­ნია და ნე­ბის­მი­ე­რი სი­სას­ტი­კის ჩა­დე­ნა შე­უძ­ლია ისე, რომ არც ხელი აუ­კან­კალ­დეს და არც გული აუ­ჩუყ­დეს. ამ ხალ­ხს ემო­ცი­ე­ბის სრუ­ლი გა­თიშ­ვა შე­უძ­ლია. მა­გა­ლი­თის­თვის შეგ­ვიძ­ლია მო­ვიყ­ვა­ნოთ ცნო­ბი­ლი "მეფე-მზე" იგი­ვე ლუი მე­თო­თხმე­ტე, ფრან­გი მო­ნარ­ქი, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი ძმაც კი გას­წი­რა ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­სამ­ყა­რებ­ლად.

ლომი - აი, თუ ვინ­მეს ახა­სი­ა­თებს წრე­გა­და­სუ­ლი ტი­რა­ნი­ი­სა და სი­სას­ტი­კის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა ეს უდა­ვოდ ლომი გახ­ლავთ. ბე­ნი­ტო მუ­სო­ლი­ნი, ნა­პო­ლე­ონ ბო­ნა­პარ­ტი, ფი­დელ კას­ტრო... მოკ­ლედ, საკ­მა­ოდ შორს წაგ­ვიყ­ვანს მა­გა­ლი­თე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა. ლომს რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბა ხიბ­ლავს და ლი­დე­რის როლს მთე­ლი სუ­ლი­თა და გუ­ლით ეს­წრაფ­ვის ეს ახა­ლი ამ­ბა­ვი ალ­ბათ არა­ვის­თვი­საა. თუმ­ცა, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი "ოქ­როს შუ­ა­ლედს" ვე­ღარ პო­უ­ლობს თუკი ხელ­ში მარ­თვის სა­და­ვე­ე­ბი მო­იგ­დო. სწო­რედ ამის შემ­დეგ იბა­დე­ბა მას­ში "ერ­თპი­როვ­ნუ­ლი ტი­რა­ნი", რო­მე­ლიც არა ერთ ან ორ ადა­მი­ანს, მთელს ნა­ცი­ას უქ­ცევს სი­ცო­ცხლეს ჯო­ჯო­ხე­თად.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა