ბანგლადეშში ციკლონ „მოკოს“ მოახლოების გამო 500 000 ადამიანის ევაკუაცია დაიწყო
ბანგლადეშში ციკლონ „მოკოს“ მოახლოების გამო 500 000 ადამიანის ევაკუაცია დაიწყო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ინდოეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, „მოკო“ ბანგლადეშის ქალაქ კოქს-ბაზარიდან 1000 კილომეტრის მოშორებითაა. მეტეოროლოგების პროგნოზით, „მოკო“ ბანგლადეშის სანაპიროს 14 მაისს მიუახლოვდება, მისმა სიჩქარემ კი შესაძლოა, 170 კმ/სთ შეადგინოს.