თეგებით ძიება

თბილისი, მშრალ ხიდთან ავარია მოხდა - სად გადაიკეტა გზები?

თბილისი, მარჯვენა სანაპიროზე, მშრალ ხიდთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიტვირთა მოძრაობა გორგასლის ქუჩიდან იუსტიციის სახლის მიმართულებით. ინფორმაციას ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, თაბუკაშვილის ქუჩაზე სამაშველო ოპერაციის დასრულების შემდეგ დატვირთულია: თამარაშვილის ქუჩა ორივე მიმართულებით, ჭავჭავაძის გამზირი ორივე მიმართულებით, ფალიაშვილისა და აბაშიძის ქუჩები ამირეჯიბის გზატკეცილის მიმართულებით, ამირეჯიბის გზატკეცილი, ყაზბეგის გამზირი, მიცკევიჩის, ცინცაძის, ბახტრიონისა და გამრეკელის ქუჩები გმირთა მოედნის მიმართულებით.

ასევე,მარჯვენა სანაპირო, გოთუას ქუჩა და ვახუშტის ხიდი სააკაძის მოედნის მიმართულებით. გარდა ამისა,აგლაძის, ქუთაისის ქუჩები და მარცხენა სანაპირო უზნაძის ქუჩიდან ვახუშტის ხიდის მიმართულებით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა