თეგებით ძიება

როგორ დავანებოთ თავი მოწევას - 7 მარტივი რჩევა

ნახეთ, 7 მარტივი რჩევა, თუ როგორ დავანებოთ თავი მოწევას.

იპოვნეთ თქვენი მიზეზი

ამ მავნე ჩვევის დასავიწყებლად, ძლიერი მოტივაცია დაგჭირდებათ. უპირველეს ყოვლისა, თქვენ მკაფიოდ უნდა განსაზღვროთ პირადი მიზეზი. ეს შეიძლება იყოს ოჯახის მეორადიმოწევისგანდაცვა; ან ფილტვის კიბოსა თუ გულის დაავადებების განვითარების რისკის შემცირება. შესაძლოა გსურდეთ, რომ ახალგაზრდობა, რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოთ. უბრალოდ იპოვეთ პირადი მიზეზი, რომელიც უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე წამიერი სიამოვნება.

მოემზადეთ წინასწარ

მოწევის „გადაგდება“უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სიგარეტზე უარის თქმა. ეს არის ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულების გადალახვა, ამიტომ, ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად, ნამდვილად გჭირდებათ მომზადება. ჰკითხეთ ექიმს ყველა იმ მეთოდის შესახებ, რაც თქვენი მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. იქნება ეს კონსულტაციები, აპლიკაციები, მედიკამენტები თუ სპეციალური ლიტერატურა. თქვენ უნდა მოემზადოთ იმ მნიშვნელოვანი დღისთვის, როდესაც უარს იტყვით თამბაქოზე.

განიხილეთ ნიკოტინის ჩანაცვლების თერაპია

როდესაც მოწევას შეწყვეტთ, ნიკოტინის დეფიციტმა შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი, მადის გაძლიერება, უენერგიობა და ზოგადად, გავლენა მოახდინოს თქვენს გუნება-განწყობაზე. თუმცა ნიკოტინის შემცვლელმა თერაპიამ შეიძლება შეაჩეროს ეს სურვილები. გამოკვლევებით დასტურდება, რომ ნიკოტინის რეზინი და პლასტირები, ორგანიზმს ნიკოტინის დამატებითი დოზით ამარაგებს და ფიზიკური სურვილის გადალახვაში გეხმარებიან.

მედიკამენტოზური თერაპია

მედიკამენტები ნიკოტინის მოთხოვნილების შემცირებით დაგეხმარებათ, ზოგიერთი მათგანის წყალობით კი, მოწევის შემთხვევაში, პროცესი უსიამოვნო გახდება. ასევე, არსებობს მედიკამენტები, რომლებიც „ლომკის“ სიმპტომების, დეპრესიისა თუ კონცენტრაციის პრობლემების მოხსნაში დაგეხმარებიან. არჩევანი თქვენზეა, თუმცა ამ შემთხვევაშიც, აუცილებლად უნდა გაიაროთ ექიმთან კონსულტაცია.

ჩაანაცვლეთ სიგარეტი უკეთესი ალტერნატივით

მთელს მსოფლიოში, ყოველწლიურად უამრავი ადამიანი ამბობს უარს სიგარეტზე და ელექტრონულ სიგარეტზე გადადის. მომხმარებელთა ამ ქცევის ახსნა მარტივია: ვეიპები სიგარეტის უკეთესი ალტერნატივაა. საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტების კვლევით დასტურდება, რომ ელ. სიგარეტის მოხმარება 95% -ით ნაკლებად მავნებელია, ვიდრე თამბაქოსი. ეს განპირობებულია იმ ფაქტით, რომ სიგარეტისგან განსხვავებით, ვეიპები არ შეიცავს დიდი რაოდენობით მავნე ქიმიკატებს.

მოერიდეთ ალკოჰოლსა თუ სხვა გამოწვევებს

როდესაც სვამთ, უფრო რთულია, ცხადად მიჰყვეთ არჩეულ გზას. ასე რომ, შეეცადეთ შეზღუდოთ ალკოჰოლი. ანალოგიურად, თავი შეიკავეთ ყავისა თუ იმ სხვა ასოციაციებისგან, რაც სიგარეტის მოწევას „უხდება“. თუ ჩვეულებრივ, გემრიელი სადილის მერე გიყვართ მოწევა, იპოვნეთ სხვა საქმე, რითაც ამ რუტინას ჩაანაცვლებთ. მაგალითად, გაიხეხეთ კბილები, გაისეირნეთ, დაურეკეთ მეგობარს ან სცადეთ საღეჭი რეზინი.

არ დანებდეთ

ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს პირველივე ჯერზე დაანებოს თავი მოწევას. ამიტომ, ნუ დანებდებით. ამის ნაცვლად, დაფიქრდით, თუ რამ გამოიწვია თქვენი რეციდივი - გაარკვიეთ, რა იყო მიზეზი, თქვენი ემოციები თუ გარემოს ზეგავლენა. გამოიყენეთ ეს გამოცდილება, როგორც შესაძლებლობა და მომდევნო ჯერზე, თავიდან აირიდეთ მისი განმეორება. მას შემდეგ, რაც მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ კიდევ ერთხელ უნდა სცადოთ, ხელახლა დათქვით დრო და მომზადება დაიწყეთ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა