„მარჯანიშვილის მიწისქვეშა კვეთაზე ჩავუარე ამ ამბავს...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს გოგა ხაჩიძე?
„გირჩის“ ყოფილი წევრი, გოგა ხაჩიძე სოციალურ ქსელში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების ფოტოებს აქვეყნებს და წერს.
„ამ ფოტომ იმხელა აჟიოტაჟი გამოიწვია, სად? ვინ? როდის?... რომ მინდა მოვყვე:
დღეს, მოვდიოდი მანქანით, მარჯანიშვილის მიწისქვეშა კვეთაზე ჩავუარე ამ ამბავს, დავინახე თუ არა, ზუსტად მივხვდი რომ კარგი ფოტო გამოვიდოდა.
ცოტა მოშორებით გავაჩერე მანქანა, ფეხით სწრაფად მოვბრუნდი და დავიწყე გადაღება. როდესაც მივუახლოვდი 2 კადრი კიდევ გადავიღე და ვკითხე ფოტო გადაგიღეთ და პრობლემა ხომ არაათქო, თან ცერა თითის აწევით ვანიშნე - კარგი სცენაა მეთქი.
- არაა პრობლემა. გაიღიმე ფოტოს გვიღებსო, ფეხზე მდგომმა უთხრა ჩაცუცქულს და ისიც წამოიმართა და რა თქმა უნდა სრულად გაქრა ბუნებრიობა.
თუმცა ის ფოტო მანამდე მქონდა გადაღებული“, - წერს ხაჩიძე.