თეგებით ძიება

"ვეძებთ ამ ორ პიროვნებას... არის ალბათობა, რომ მათმა ჩვენებებმა ნათელი მოჰფინოს ამ საზარელ მკვლელობას" - დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგოს დედა ფოტოებს ავრცელებს

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანა იანუშაიტიტეს დედა, ნატო ხუტაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და წერს, 2 პიროვნებას ეძებს, რომლებმაც შესაძლოა ნათელი მოჰფინონ მომხდარს.

მოგმართავთ საქართველოს მოსახლეობას თხოვნით გააზიაროთ ეს პოსტი. ვეძებთ 65 დღე ორ პიროვნებას, რომლებმაც გაიარეს ის ტერიტორია დროის იმ მონაკვეთში როდესაც უკვე ანი იძულებით შეყვანილია მკვლელობის ადგილზე. არის ალბათობა, რომ მათმა ჩვენებებმა ნათელი მოჰფინოს ამ საზარელ მკვლელობას. სახელი და გვარი არ ვიცით.გთხოვთ დააკვირდეთ და პირად შეტყობინებაში მომწეროთ, - წერს ნატო ხუტაშვილი. 

ცნობისთვის,12 წლის ანა იანუშაიტიტე 16 მარტს, ღამით დიდ დიღომში გაუჩინარდა. მანამდე გოგონა მისი სახლის მიმდებარედ სეირნობდა, შემთხვევამდე  ის არაერთმა მეზობელმა ნახა.  მთელი ღამის ძებნის შემდეგ, 17 მარტს დაახლოებით 2 საათზე  გოგონა დაღუპული იპოვეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა