თეგებით ძიება

„ბავშვები "კატაობდნენ", უცებ საშინელი ხმა გავიგეთ და...“ - ვაკის პარკში საბავშვო ატრაქციონი მწყობრიდან გამოვიდა

თბილისში, ვაკის პარკში განთავსებული საბავშვო ატრაქციონი მწყობრიდან გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელსი გავრცელდა.

„დღეს ვაკის პარკში, ამ კარუსელს ნაწილი მოძვრა! ბავშვები "კატაობდნენ", უცებ საშინელი ხმა გავიგეთ და აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი რგოლი ტრიალისას მოწყდა. საბედნიეროდ ცარიელი რგოლი ჩამოვარდა და არა ის რომლებშიც ბავშვები ისხდნენ.

ის რომ არავინ დაშავდა, მხოლოდ ბედნიერი შემთხვევითობის დამსახურებაა და სასწრაფოდ მოსაფიქრებელია რამე მექანიზმი, რომ გასართობი სივრცეების უსაფრთხოების კონტროლი გამკაცრდეს!

P.S. ვაკის პარკის განახლებისას, სამწუხაროდ, ატრაქციონების ნაწილი ისევ ძველი დარჩა. კი პარკს ძალიან კარგად უვლიან, მებაღეები სულ აქ არიან და შრომობენ, მაგრამ უსაფრთხოების საკითხი როგორც ჩანს, ისევ მისახედია“, - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნათია სისვაძე ჯგუფში „ქალაქის პრობლემები“ და ფაქტის ამსახველ ფოტოსაც აქვეყნებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა