წყალი 6 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.
„ხვალ, 24 მაისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, ც.დადიანის ქ.N263-თან , წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 24 მაისს, 12:00 საათიდან 24 მაისის 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ნაძალადევის რაიონში:
ჯავის N1-15 (კენტებს), N2-16 (ლუწებს), ჯავის პირველ შესახვევს, სააკაძის N181-191 (კენტებს), რიონჰესის, იმერეთის ქუჩებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.