თეგებით ძიება

გაიგეთ, როგორი დეიდა, ან მამიდა ხართ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ნახეთ, როგორი დეიდა ან მამიდა ხართ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით.

1. თხის რქა - თქვენ ძალიან ყურადღებიანი და მზრუნველი ხართ. ზრუნავთ თქვენი ძმისშვილებისა და დისშვილების გონებრივ განვითარებაზე და ცდილობთ, რომ ბევრი რამ ასწავლოთ. მხარს უჭერთ ბავშვებს და ხშირად მათ მფარველებად ევლინებით.

2. მერწყული - ძალიან მხიარული დეიდები და მამიდები ხართ. თქვენ გვერდით ყოფნა ბავშვებს საინტერესო და მხიარულ თავგადასავალს ჰპირდება. მათ აძლევთ საშუალებას განვითარდნენ შემოქმდებითად, დახვეწონ მუსიკალური გემოვნება, იცეკვონ, დახატონ, ითამაშონ, დაკავდნენ იმ საქმით, რომელიც სიამოვნებას ანიჭებთ.

3. თევზები - თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ყოველთვის მზად არის ბავშვს ხელი ჩაჰკიდოს და პარკში წაიყვანოს გასართობად. შეგიძლიათ აჩვენოთ მთელი სამყარო. ამავდროულად გჩვევიათ რჩევების მიცემა და მშობლის დამოკიდებულებას იჩენთ ძმისშვილებისა და დისშვილებისადმი. ბავშვების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი გიკავიათ და ხშირად იღებთ მათთვის ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც რეალურად მშობლის ვალდებულებაა.

4. ვერძი - ბავშვებს კომფორტს უქმნით. თქვენ გვერდით ისინი თავს თავისუფლად გრძნობენ. ცოტათი ათამამებთ კიდეც. ყოველთვის აქვთ თქვენი იმედი. თქვენგან ბავშვები სიყვარულს და ადამიანების პატივისცემას სწავლობენ.

5. კური - მკაცრი დეიდა და მამიდა ხართ. არ გჩვევიათ ბავშვების განებივრება, იშვიათად ეფერებით მათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ გიყვართ ისინი. ბავშვებისთვის ავტორიტეტი ხართ, თქვეგან ბევრ რამე სწავლობენ და მათთვის თქვენი ცხოვრება სამაგალითოა.

6. ტყუპები - გააჩნია როგორ ხასიათზე ხართ, შესაძლოა, ზოგჯერ საუკეთესო დეიდა, ან მამიდა იყოთ, რომელიც უსმენს ბავშვს, იგებს მის პრობლემებს და ეხმარება, თუმცა ზეგჯერ ერთი სული გაქვთ როდის მოიშოროთ ისინი და საკუთარ თავთან მარტო დარჩეთ. ზოგადად, ბავშვებს მოსწონთ, როცა უსმენთ და მათ გვერდით დროს ატარებთ იმიტომ, რომ ძალიან კრეატიული ხართ და საინტერესო აქტივობების მოფიქრება შეგიძლიათ.

7. კირჩხიბი - კირჩხიბი დეიდა და მამიდა ბავშვისთვის საუკეთესო მეგობარია. ის ბავშვებს დედასავით უყვართ, რადგანაც დედობრივ მზრუნველობას იჩენენ. ანებივრებენ გემრიელი საჭმელებით, სხვადასხვა გასართობ ადგილას წაყვანით, ყველაფერს აკეთებენ თავისი ძმისშვილებისა და დისშვილებისთვის. მუდამ მზად არიან გამოექომაგონ და დაიცვან ბავშვები.

8. ლომი - მათ არ უყვართ ბავშვების განებივრება, რადგანაც მიიჩნევენ, რომ ამით ბავშვი თავხედდება. ლომი დეიდები და მამიდები ბავშვის სწორად აღზრდის საქმეში დიდ როლს ასრულებენ. ცდილობენ ასწავლონ მათ ზრდილობისა და თავაზიანობის გამოჩენა.

9. ქალწული - როცა თქვენს ძმისშვილს, ან დისშვილს რაიმე პრობლემა აქვს, მაშინვე მის გვერდით ჩნდებით და ცდილობთ გამოსავალი აპოვნინოთ. ხშირად მათ ნაცვლად იღებთ გადაწყვეტილებებს. ცდილობთ ცხოვრება დაუგეგმოთ და მოვლენების წინასწარ განჭვრეტა ასწავლოთ.

10. სასწორი - ისინი ცდილობენ არ ჰქონდეთ ახლო ურთიერთობა თავიანთ ძმისშვილებთან და დისშვილებთან, მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეხმარებიან, თუკი ამას სთხოვენ. ამჯობინებენ, რომ ბალანსი დაიცვან და ზედმეტად არ ჩაერიონ მათ ცხოვრებაში.

11. მორიელი - თქვენ ხშირად ეჩხუბებით ბავშვებს, არ მოგწონთ მათი ქცევები და გსურთ, რომ ბევრი რამ ასწავლოთ. ფიქრობთ, რომ მათ თქვენ მიმართ მოკრძალება უნდა ჰქონდეთ. იშვიათად უღიმით. როგორც წესი ისინი თქვენ მიმართ პატივისცემით არიან განწყობილნი.

12. მშვილდოსანი - ისინი თავიანთ დისშვილებსა და ძმისშვილებს სამყაროს სხვა თვალით აჩვენებენ და შესაძლებლობებს უქმნიან. მათ გვერდით ყოფნა ბავშვებს ძალიან უყვართ, რადგანაც იციან, რომ დროს საინტერესოდ გაატარებენ და ბევრი თავგადასავალი ელოდებათ. მშვილდოსნები მზრუნველები არიან და ოჯახის პატარა წევრებისთვის მზად არიან, ყველაფერი გააკეთონ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა