ალოე ხალხურ მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში - რას შველის ჯადოსნური მცენარე?
ძალიან ბევრი ხალხური რეცეპტი არსებობს, რომელშიც ალოეს იყენებენ. გთავაზობთ ზოგიერთ მათგანს:
ალოე იმუნიტეტის ასამაღლებლად: ყოველდღე დღეში 3-ჯერ, 1ჩ/კ ჭამამდე შემდეგი შემადგენლობის ნაზავი – 300გრ. ნიგოზი, 200გრ. თაფლი, 100გრ. ალოეს და 3-4ც. ლიმონის წვენი.
ალოე ანგინის დროს: ალოეს ნაყენი მზადდება შემდეგი წესით – 250გრ. ალოეს გასუფთავებული ფოთლები ტარდება ხორცსაკეპ მანქანაში, უნდა დაემატოს 100გრ. შაქარი და ჰერმეტიულად დახურულ ქილაში 3 დღე ბნელ ადგილას უნდა გაჩერდეს. შემდეგ ამატებენ 250გრ. არაყს და კიდევ 3 დღე ინახავენ. სრული გამოჯანმრთელებისათვის ნაყენს სხვავენ 1 სუფრის კოვზს ჭამამდე 30წ. ადრე დღეში 3-4-ჯერ.
ალოე ღრძილების და პირის ღრუს ჯანმრთელობისათვის: პირში უნდა გამოივლოთ წყალთან გაზავებული ალოეს წვენი (50/50), გააჩერეთ პირის და ღრძილების გაღიზიანებულ ადგილებთან.
ალოე კუჭის წყლულის და თორმეტგოჯა ნაწლავისთვის: 150გრ. ალოეს დაქუცმაცებული ნაჭრები შეურიეთ 100გრ. შაქარს და 3 დღე ბნელ ადგილას გააჩერეთ. ნაზავს დაამატეთ წითელი მშრალი ღვინო და კიდევ 1 დღე გააჩერეთ. იღებენ ჭამამდე 1ს/კ დღეში 2-3-ჯერ. მკურნალობის კურსი გრძელდება არანაკლებ 1,5 თვე.
ალოე პროსტატის ადენომისას და პოტენციის პრობლემების დროს: შეურიეთ ტოლი რაოდენობებით (მაგ. 50გრ.) ალოეს წვენი, ბატის ქონი, კარაქი, ასკილი და თაფლი. წამოდუღდეს წყლიან ჭურჭელში 5-7 წუთი, გაგრილდეს და შეინახეთ მაცივარში. მიღებამდე საჭიროა 1ს/კ ნაზავი უნდა გაიხსნას 200გრ. რძეში. კურსი შეადგენს 7 დღეს დღეში 3-ჯერ.
ალოეს ხშირად იყენებენ კოსმეტიკაში სახის ნიღბებში, თავის კანისთვის და აბაზანისთვის.
ალოეს ნიღაბი მგრძნობიარე კანისთვის: ცაცხვის, გვირილას, კრაზანას და ვარდის (1-2ჩ/კ.) მშრალ ყვავილებს დაასხით მდუღარე წყალი (200 მლ), გააგრილეთ 40° გრადუსამდე, დაამატეთ ალოეს ერთი პატარა ფოთლის ნატეხის ფაფა და დატოვეთ სრულ გაგრილებამდე. მზა ნარევით 3-4 ფენად დაკეცილი დოლბანდი დაასველეთ და დაიდეთ სახეზე. 15 წუთის შემდეგ, ნიღბის ნარჩენები თბილ წყალთან ერთად უნდა ჩამობანოთ.
ალოეს ნიღაბი კანის დასატენიანებლად: შეურიეთ 2ს/კ ალოეს ფაფა, 3ჩ/კ დამატენიანებელი კრემი, 3-4 წვეთი ატმის კურკების ზეთი და 1ჩ/კ არაყი. მიღებული ნაზავი დაიდეთ წინასწარ გასუფთავებულ სახის კანზე და დატოვეთ 20-30წ. ნიღბის ნარჩენები ფრთხილად მოიცილეთ სახიდან ქაღალდის ხელსახოცით.
ალოეს ნიღაბი თმის ძირების გასამაგრებლად: ალოეს წვენი (2-4 ფურცელი თმის სიგრძის მიხედვით) შეურიეთ ერთი კვერცხის ყვითელ გულს და დაიდეთ თმის ძირებზე და მთელს სიგანეზე. 20 წუთის შემდეგ ჩამობანეთ თბილი წყლით.
ალოეს გამაახალგაზრდავებელი აბაზანები: შეურიეთ ალოეს წვენი 3-5ს/კ, რძე 500მლ. და პიტნის ნაყენი 1-2ს/კ და ჩაასხით თბილი წყლით სავსე აბაზანაში. ასეთ აბაზანაში გაჩერდით არაუმეტეს 15 წუთისა.
აქვე, გაგაცნობთ ალოეს სახიფათო და მავნე თვისებების სესახებ ინფორმაციასაც:
ალოეს უკუჩვენება აქვს: მენსტრუალური ციკლის და ორსულობის დროს, ნაღვლის ბუშტის დაავადებების გამწვავების შემთხვევაში, ჰიპერტონიისას, ვარიკოზისას, საშვილოსნოს სისხლდენისას, სასუნთქი გზებიდან სისხლიანი გამონადენისას, ინდივიდუალური აუტანლობისას და 7 წლის ასაკამდე.