თეგებით ძიება

"გვსდია ამ ქალმა იმიტომ, რომ ევროკავშირის დროშა მქონდა მოხვეული... აი, ეს არის "ქართული ოცნების" სახე" - რა ინფორმაცია ვრცელდება?

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" სამოქალაქო საბჭოს წევრი სოციალურ ქსელში 26 მაისს ზუგდიდში თავს გადამხდარ ისტორიას აზიაერბს.

"გუბერნიის შენობიდან "ესებუას ბანკამდე" გვსდია გუშინ ამ ქალმა მე და ჩემს მეგობრებს იმიტომ, რომ ევროკავშირის დროშა მქონდა მოხვეული. ბოლო წამამდე ვინარჩუნდები სიმშვიდეს. ზუსტად ვიცოდი, გაფაციცებით ელოდნენ, როდის გამოვიდოდი წყობიდან და საკადრის პასუხს გავცემდი, ერთადერთი რაც ვუთხარი, ის იყო, თუ ხელს დამაკარებდა, აუცილებლად ვუჩივლებდი. ჩემი დასარტყამი ხელიც და ლანძღვაც ჩემს მეგობარს მოხვდა, რომელმაც ნახა, როგორ წამეშალა სახე ნელ-ნელა და ჩვენს შორის ჩადგა.

იქამდე მსვლელობას გადაუდგა წინ, მარიამს, ბარბარეს, ნანას მუშტები ურტყა, დროშის წართმევა სცადა. სანამ მარიამმა ძალით არ მოიყვანა პოლიციელი, ურეაქციოდ იყვნენ ყვირილზე და კივილზე. ამის მეათედი რომ ნებისმიერ ჩვენგანს ექნა, წინასწარი დაკავების იზოლატორში მოგვიწევდა ღამის გათენება.

-დეგნანის მონებო!

-ჭინკებო!

-ქვეყნის გამყიდველებო!

-ელგებეტე აქტივისტებო! 

ყვიროდა თავგანწირვით.

გეცნობათ ლექსიკა? მოიფიქრებდა ამას დამოუკიდებლად ამ ასაკის ქალი და თავად გაუჩნდებოდა სურვილი თავს დაგვსხმოდა? აი, ეს არის "ქართული ოცნების" სახე. მხოლოდ ასეთი ადამიანები შერჩა სკანდალების მოსაწყობად", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა