"ემიგრანტი იპოვეს გარდაცვლილი ... თუ ვინმე იცნობთ, იქნებ შეატყობინოთ ოჯახს" - ვინ არის გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტი? (ფოტო)
"ემიგრანტების არხის" დამფუძნებელი, შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და ქართველი ემიგრანტის მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
"გარდაცვლილი ემიგრანტი იპოვეს ამწუთებში, მუშაობდა ათენში, უბანი "ილიონი". უვლიდა მოხუცს, დილით რომ მივიდა ბებიის შვილი, გარდაცვლილი დახვდათ, თუ ვინმე იცნობთ, იქნებ შეატყობინოთ ოჯახს... "შოთო სიხარულიძე უმორჩილესად გთხოვთ, შეატყობინოთ ოჯახს ეს შემზარავი ამბავი" გააზიარეთ...
კოზაშვილი ლიანა. თბილისი
დაბადების თარიღი 12 აპრილი 1955 წელი
რამხელა სიმწარეა... "შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.
უფალო, დაიფარე ყველა ემიგრანტი!
ყველა ემიგრანტის ღიმილი ყალბია, ვისაც უგრძვნია ემიგრანტობა, ვინც შვილებთან სიშორის გამო ცრემლი იგემა, ვინც წლობით ნატრული მშობლები, ოჯახის წევრები და ახლობელი ადამიანები დაკარგა, მხოლოდ ის გაიგებს მათ გულისტკივილს, თუ რამდენი დარდი და მწარე ფიქრია მათ გონებაში ჩაქსოვილი... ყოველ დილით ცრემლით დასველებული ბალიშიდან დგებიან და ღმერთს მადლობას წირავენ, რომ კიდევ ერთი დღე გაუთენა... ასეთი ყოფილა ემიგრანტის ბედი და ხვედრი, უნდა გაუძლონ ყველა გაჭირვებას, ყველა დამცირებას, იმიტომ, რომ ზურგს უკან მათი შვილებია. ამიტომ ყველა ემიგრანტი დეპრესიის სენით არის დაავადებული. საქართველოში ჰგონიათ, რომ ია-ვარდით არის მოფენილი უცხო მიწაზე ცხოვრება. ვისაც ემიგრანტობა და შვილების მონატრება არ განუცდია, მათთვის უაზროა ახსნა-განმარტება რის ფასად უჯდებათ ეს ყველაფერი. სხვის საქმეში სხვა ყოველთვის ბრძენია.
ხშირად მიფიქრია, რომელი სჯობია - ასეთი წვალებით ნაშოვნი ფული, უდედოდ გაზრდილი შვილები, თუ მათი სამშობლოში შვილებთან ერთად მშიერი ყოფნა?.. მიუხედავად ყველაფრისა, მინდა ვუსურვო ყველა ემიგრანტს სამშობლოში დაბრუნება, ჩახუტება, სითბო და სიყვარული თავიანთ საყვარელ ოჯახებთან ერთად... მუდამ თქვენი შოთო სიხარულიძე", - წერს "ემიგრანტების არხის დამფძნებელი".