თეგებით ძიება
28. 05. 2023 მსოფლიო

თურქეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

თურქეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით, დილის 08:00 საათზე გაიხსნა და საღამოს, 17:00 საათზე დაიხურება, რის შემდეგაც არჩევნების წინასწარი შედეგები გახდება ცნობილი.

მეორე ტურში თურქეთის 13-ე პრეზიდენტად კენჭს იყრიან ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, ქემალ ქილიჩდაროღლუ.

არჩევნების პირველ ტურში რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქემალ ქილიჩდაროღლუს დაახლოებით 2,5 მილიონი ხმით აჯობა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა