მესი პსჟ-ს ტოვებს? - რას წერს იტალიელი ჟურნალისტი?
„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა, არგენტინელმა ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ გადაწყვიტა, კლუბთან კონტრაქტი აღარ გააგრძელოს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელი პარიზულ კლუბს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.
ბევრი ჭორი ვრცელდება მესის „ბარსელონაში“ სავარაუდო დაბრუნების შესახებ. ასევე პრესის ინფორმაციით, არგენტინელს აქვს წინადადებები MLS-დან და საუდის არაბეთიდან.