რა დაავადებები გემუქრებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
ნახეთ, ზოდიაქოს რომელ ნიშანს ჯანმრთელობის რა სახის პრობლემა ემუქრება:
ვერძი
ვერძებს ნევროლოგიური დაავადებები აწუხებთ. მსუბუქ ფორმებში შეიძლება იყოს გამოხატული შაკიკი, უძილობა და შფოთვა. ვერძების ცეცხლოვანი და დაუდევარი ხასიათის გამო ხშირია ისეთი ტრავმები, როგორიცაა დაბეჟილობა და კიდურების მოტეხილობა.
კურო
კუროს სუსტი წერტილი ყელის იოგებთან და ზედა სასუნთქ გზებთან დაკავშირებული დაავადებებია. ასევე, აქვს წონის პრობლემაც. ზედმეტი კილოგრამების გამო კურო ხშირად გულ-სისხლძარღვთა დაავადებებსაც უჩივის.
ტყუპები
ტყუპები ჰაერის ნიშანია, მათ სასუნთქ გზებთან და ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ. ტყუპებში გავრცელებულია ასთმური შეტევები და ქრონიკული ბრონქიტი.
კირჩხიბი
კირჩხიბთა ყველაზე სუსტი წერტილი ნარკოდამოკიდებულებაა, რაც, თავის მხრივ, მის ფსიქიკურ მდგომარეობაზეც მოქმედებს. ხშირია ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები და ნერვული აშლილობა.
ლომი
ლომის ყველა გრძნობა და ემოცია გულზე გადის, ამიტომ მათ ხშირად ინფარქტი, ჰიპერტონია და გულ-სისხლძარღვთა სხვა დაავადებები აწუხებთ. ლომის მფარველი პლანეტა მზეა და მისი ძლიერი მოქმედება ლომს სიცოცხლისუნარიანობას უნარჩუნებს.
ქალწული
ქალწული ზედმეტადაც კი ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე, ამიტომ ის ქრონიკული დაავადებებით იშვიათად ავადდება. ყველაზე ხშირად კუჭ-ნაწლავის პრობლემები აწუხებს.
სასწორი
სასწორებს წონის პრობლემა აწუხებთ. ამ მიზეზით ხშირად თირკმელები უავადდებათ. ხშირია სასწორებში ნერვული აშლილობები, თუმცა მათ თავის ხელში აყვანის უნარიც აქვთ და მდგომარეობიდან სწრაფად გამოდიან.
მორიელი
მორიელები ინფექციური დაავადებების რისკის ქვეშ მთელი ცხოვრება იმყოფებიან. ქალ მორიელებში თავს იჩენს ხოლმე გინეკოლოგიური პრობლემებიც, თუმცა მორიელს ძლიერი ხასიათი ეხმარება რთული დაავადებების დაძლევაში.
მშვილდოსანი
მშვილდოსნებს რევმატული დაავადებებისკენ აქვთ მიდრეკილება. აწუხებთ სკოლიოზი, ოსტეოქონდროზი და ხერხემლის სხვა დაავადებები. ფათერაკებით სავსე და არაჯანსაღი ცხოვრების წესის გამო ხშირად ღვიძლთან დაკავშირებული დაავადებები უვითარდებათ.
თხის რქა
თხის რქას მუდმივად სჭირდება ვიტამინების მიღება. მისი ორგანიზმი ყოველთვის გამოფიტულია, აქვს მუდმივი სისუსტის შეგრძნება. დამახასიათებელია სუსტი კბილები და ძვლოვანი სისტემა, ასევე პრობლემური სახის კანი.
მერწყული
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანისთვის დამახასიათებელია ვენების ვარიკოზული დაავადებები და მაღალი პოტრომბინი. მათ შეიძლება, ნერვული სისტემის პრობლემებიც შეექმნათ.
თევზები
თევზები ყველა სიტუაციაში შინაგანად ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებიან, რაც მათ ნერვულ სისტემაზე ზემოქმედებს. თევზებისთვის დამახასიათებელია მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები.
წყარო: funtime.ge