თეგებით ძიება

კუნელი - უნიკალური მკურნალი

ძველ საბერძნეთში მის ტოტებს საცხოვრებლის შესასვლელში კიდებდნენ, რათა ავი სულებისგან დაეცვათ თავი. გოგონები გათხოვების წინ გვირგვინებს სწორედ მისგან ამზადებდნენ. კელტური ტომები და მოლდოველები კი ამ მცენარეს ბნელეთს უკავშირებდნენ.

კუნელი (Crataegus) – ეკლიანი ხეებისა და ბუჩქების გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. ცოცხლობს 200-300 წელს, მოიცავს 200-მდე სახეობას, თუმცა, ზოგიერთი მონაცემებით, მისი 1000-მდე სახეობაც გვხვდება. საქართველოში იზრდება 9 სახეობა. მათგან ენდემებია კავკასიური კუნელი და კოლხური კუნელი. ცნობილია წითელი და შავი კუნელი.

საქართველოში კუნელს სხვადასხვაგვარად უწოდებენ: სკუნელი, კვინელი, კუნელა, კუმელა, კურკანტელა, ლიცვი, კნოლ, ქუნცი, ხინჭკი, ეშმაკიშ მართახი, ცაანცი, ცანცი.

სამკურნალოდ იყენებენ მცენარის ნაყოფს, ყვავილებს, ფოთლებსა და ტოტებს.

კუნელის ნაყოფსა და ფოთლებში აღმოჩენილია შემდეგი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები:

• ბიოფლავონოიდები

• მთრიმლავი ნივთიერებები

• კვერციტინი

• პექტინი

• ჰიპეროზიდი

• ვიტექსინი

• ფრუქტოზა

• ორგანული მჟავები

• ვიტამინები β–კაროტინი (პროვიტამინი А), С, Е და К

• მიკროელემენტები (კალიუმი, თუთია, რკინა, მანგანუმი, მაგნიუმი)

კუნელი ბუნებრივი ბოტანიკური კარდიოტონიკია, მისი სამკურნალო თვისებები, პირველ რიგში, გულის დაავადებებს უკავშირდება. მას ახასიათებს სპაზმოლიტური მოქმედება, წმენდს ორგანიზმს სხვადასხვა მავნე ნივთიერებისგან, მათ შორის, გამოდევნის მძიმე ლითონებს.

კერძოდ, კუნელს იყენებენ შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

• არითმია

• სტენოკარდია

• ტაქიკარდია

• ათეროსკლეროზი

• არტერიული ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა, განსაკუთრებით კარგია ამ დროს კუნელის ყვავილები)

• ნერვული გადაღლილობა

• უძილობა, სტრესი

• გასტრიტები

• ეზოფაგიტები (საყლაპავი მილის დაავადებები)

• ღვიძლის პათოლოგიები

• თირკმლის ზოგიერთი პათოლოგია

• სისხლძარღვების სპაზმები

• გლუვი კუნთების სპაზმები

• ანგიონევროზები

• ჰიპერთირეოზი

• დისპნოე (სუნთქვის პრობლემები)

• რევმატიზმი

• ეპილეფსია

• სისხლძარღვების გენეზის მქონე თავის ტკივილები

• თავბრუსხვევა

• ნაღვლდენის შეჩერება

• გახშირებული შარდვა, დარღვევები შარდვის პროცესში

• ციებ–ცხელება

• კუნთების ტკივილი

• რადიკულიტი

• იშიასი

• ლუმბაგო (წელკავი)

• საჭმლის მომნელებელი სისტემის წყლულოვანი დაავადებები (კერძოდ, კუჭის წყლული)

• ინტოქსიკაცია (მოწამვლისას)

• შარდკენჭოვანი დაავადებები

• თირკმლის პრობლემები

• კანის სოკოვანი დაავადებები

• წყალმანკი

• ზოგიერთი ჰემატოლოგიური (სისხლის) დაავადება

• ქოლესტერინის მაღალი დონე სისხლში

• რძის უკმარისობა ლაქტაციის პერიოდში

კუნელი ძალზე სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტის დროს, იმუნიტეტის ამაღლებისთვის – კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა გრიპის საწინააღმდეგოდ. ის დადებითად მოქმედებს თავის ტვინის მუშაობაზე, აუმჯობესებს მეხსიერებას.

კუნელის ნაყოფს იყენებენ გინეკოლოგიაშიც – მენსტრუალური ციკლის დარღვევების დროს და ასევე კლიმაქსის პერიოდში ნევროზებისას.

კუნელის მიღება არ შეიძლება ინდივიდუალური აუტანლობის დროს, ასევე ჰიპოტონიისას (დაბალი არტერიული წნევა). მისი ხანგრძლივი გამოყენების შედეგად ადამიანს შეუძლება დაუქვეითდეს არტერიული წნევა და გამოიწვიოს არითმია. ასევე, კუნელზე დამზადებული პრეპარატების უზმოზე მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, დიდი რაოდენობით მიღებამ  კი – მსუბუქი მოწამვლის სიმპტომები.

გთავაზობთ კუნელის ნაყენის მომზადების ყველაზე იოლ რეცეპტს: ერთ სუფრის კოვზ კუნელის ნაყოფს თერმოსში დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2-3 საათი, შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ ჭამამდე 2–3 სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ.

წყარო: sputnik-georgia.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა