თეგებით ძიება

რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვილებს ვესაუბროთ? - მეცნიერების დასკვნა

ახალი კვლევის მიხედვით, ჩვილებთან საუბარი მათ შეიძლება თავის ტვინის მზარდი სტრუქტურების ჩამოყალიბებაში დაეხმაროს.

გაერთიანებული სამეფოს აღმოსავლეთ ანგილიის უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პატარებს, რომლებსაც რეგულარულად ესმით მეტი საუბარი, უფრო ეფექტიანი იერის ნეირონები აქვთ.

კერძოდ, ტვინის სკანირებებმა აჩვენა, რომ მათი ენის დამუშავების რეგიონებში დიდი კონცენტრაციით იყო მიელინი — საიზოლაციო გარსი, რომელიც ნეირონებს აკრავს და მათ შეტყობინებების უფრო სწრაფად და ეფექტიანად გაგზავნის საშუალებას აძლევს.

კერძოდ, ტვინის სკანირებებმა აჩვენა, რომ მათი ენის დამუშავების რეგიონებში დიდი კონცენტრაციით იყო მიელინი — საიზოლაციო გარსი, რომელიც ნეირონებს აკრავს და მათ შეტყობინებების უფრო სწრაფად და ეფექტიანად გაგზავნის საშუალებას აძლევს.

მათი განცხადებით, ნეირონებს გარსშემოხვეული მიელინი ნახვრეტებიან შლანგზე დაკრულ წებოვან ლენტს წააგავს. ის ნეირონებს A წერტილიდან B წერტილამდე უფრო მეტი სიგნალის მიღებაში ეხმარება, რაც სხვა ნეირონებთან მათ კავშირს აძლიერებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის შესასწავლი, ბავშვის მომვლელთათვის გზავნილი ნათელია — ესაუბრეთ ბევრი თქვენს ჩვილს, თქვენს პატარას, თქვენს ბავშვს. ისინი არა მხოლოდ გისმენენ, არამედ თქვენი საუბარი ფაქტობრივად აყალიბებს მათ თავის ტვინს“, — ამბობს აღმოსავლეთ ანგილიის უნივერსიტეტის კოგნიტური ფსიქოლოგი ჯონ სპენსერი.

ცხოვრების პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში, ტვინი მკვეთრად იზრდება. ორი წლის ასაკში, ადამიანს უკვე აქვს ზრდასრულის ტვინის მოცულობის 80 პროცენტი.

„ეს იმას ნიშნავს, რომ საუბარს მნიშვნელობა აქვს ექვსი თვიდან 30 თვის ასაკამდე, მაგრამ თავის ტვინზე გავლენას სხვადასხვაგვარად ახდენს, რადგან ამ პერიოდში, ტვინი სხვადასხვა მდგომარეობაშია“, — წერს სპენსერი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა